მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მე-11 ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება და უმცროსი ბორჯღალოსნები ‘შევარდენის’ ბაზაზე მზადების დასკვნით ეტაპს გადიან.
მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები საფრანგეთში 23 მაისს გაემგზავრებიან და 30-ში სამხრეთ აფრიკელ (პერპინიანში) თანატოლებს შეხვდებიან, 3 ივნისს მასპინძელ საფრანგეთს (ბეზიე) დაუპირისპირდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 7 ივნისს, ირლანდიასთან (ნარბონი) მატჩით დაასრულებენ. 12 ივნისს ფლეი ოფები შედგება, ხოლო 17 ივნისი ფინალების დღეა.
მანამდე, 19 მაისს 20 საათზე, უმცროსი ბორჯღალოსნები ავჭალის სტადიონზე ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებთან ბოლო რეპეტიციას გაივლიან. მეტოქე დღეს გამთენიას ჩამოვიდა თბილისში და სერიისთვის მარტყოფის ბაზაზე ემზადება.
უძლიერეს მეტოქეებთან
ჩვენი გუნდი 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ მონაწილეობს და წელს მოსამზადებელ ეტაპზე ყველაზე ძლიერი სპარინგ-მატჩები გამართა.
თებერვალში გუნდმა საფრანგეთში, ‘ლე ბლეს’ საქვეყნოდ ცნობილ ბაზაზე 12 დღე გაატარა და საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან ორი მატჩი გამართა, ხოლო აპრილში სამხრეთ აფრიკას სტუმრობდა და ამ ქვეყნის 20-წლამდელთა პირველ ნაკრებს ასევე ორჯერ ეთამაშა.
მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი მაღალი დონის შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობით კმაყოფილია მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე:
„მზადების შუა ეტაპზე საფრანგეთში ვიყავით, სადაც ამ ქვეყნის განვითარებად 20-წლამდე ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ. ამ პერიოდში ჩვენ მეტოქეზე უკეთ ვიყავით მომზადებულები, როგორც ტაქტიკურად ასევე ტექნიკურად. ფრანგებს ეტყობოდათ, რომ ახალი შეკრებილები იყვნენ და მეორე თამაში მოვიგეთ.
„აპრილის ხანგრძლივი შეკრების პირველ ეტაპზე, აქცენტი ფიზმომზადებაზე გვქონდა აღებული., სულ რამდენიმე დღის გადასული ვიყავით ბურთით ვარჯიშზე და სამხრეთ აფრიკაში გავემგზავრეთ, სადაც მასპინძელთა ძალიან ძლიერ ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ. პირველ თამაშში არაფერი გამოგვივიდა და მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. ყველა კომპონენტი დავთმეთ.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ მეორე თამაშამდე წინსვლა გვქონოდა და სასიხარულოა, რომ ეს შევძელით. 60 წუთის განმავლობაში დაცვაც და შეტევაც კარგი გვქონდა, თუმცა დასკვნითი 20 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ამ ტურნეთი ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. აფრიკელებთან თამაშმა დაგვანახა ჩვენი სუსტი მხარეები და მას შემდეგ სწორედ მათ გამოსწორებაზე ვმუშაობთ. აქამდე არცერთ მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა არ გვქონია. ამ აფრიკამ ცოტა ხნის წინ შოტლანდიისა და უელსის ნაკრებები 40 ქულის სხვაობით, ხოლო ინგლისი 14 ქულით დაამარცხა“.
შემადგენლობის შესარჩევად
მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებთან ბოლო საკონტროლი თამაშს გამართავენ. მწვრთნელები შანსს იმ მოთამაშეებს მისცემენ, რომელთაც უნდა დაამტკიცონ, რომ საფრანგეთში გამგზავრებას იმსახურებენ:
„ვითამაშებთ იმ სქემით, რომლითაც საფრანგეთში პირველ შეხვედრას ჩავატარებთ. ეს იქნება პირველი და სარეზერვო გუნდის ნაზავი, სადაც იმ ბიჭებს, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები გვაქვს, რეალური ზეწოლის ქვეშ გამოვცდით. შანსს მიიღებენ ისინი, ვისაც აქამდე ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა. საფრანგეთში წამსვლელთა 90%-ზე უკვე ჩამოყალიბებულები ვართ და საგრაფოებთან მატჩის შემდეგ საბოლოოდ გვეცოდინება იმ 26 მოთამაშის ვინაობა, რომლებიც საფრანგეთში წავლენ“.
20-წლამდელთა რეზერვი მომავალი სელექციისთვის
უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთში 23 მაისს გაემგზავრებიან, ინგლისელები კი თბილისში დარჩებიან და 25 მაისს რუსთავში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების უახლოეს რეზერვთან თამაშს გამართავენ.
„25 მაისს ინგლისის საგრაფოებს ჩვენი რეზერვი ეთამაშება, რომელიც ძირითადად 19 წლის მორაგბეებით იქნება დაკომპლექტებული და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სელექციას გაგვიადვილებს. ეს ბიჭები ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობენ და სელექციის დაწყებამდე ერთი მაღალი დონის შეხვედრა უკვე ჩატარებული ექნებათ“ - ამბობს მაისურაძე.
20-წლამდელთა უახლოეს რეზერვს თორნიკე ბუბუტეიშვილი, დავით კიკნაძე და ნიკოლოზ პინაიშვილი ავარჯიშებენ.
„ბიჭები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე შევკრიბეთ და თავიდან მათ კვირაში 2-ჯერ ვავარჯიშებდით. თამაშის მოახლოვებასთან ერთად, ვარჯიშების რაოდენობა გაიზარდა და ახლა კვირაში 5 ვარჯიში გვაქვს. აქცენტი ტექნიკურ ფაქტორებზე გავაკეთეთ, რათა ისინი ფიზიკურად არ გადაგვეღალა. პირველ ეტაპზე ჩვენთან 15 მორაგბე იყო, ახლა მათი რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, 19 მაისის შემდეგ კი ისინიც დაგვემატებიან, ვისაც საფრანგეთში გამგზავრება არ მოუწევს.
„ინგლისელებთან თამაში ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისაც დიდი გამოწვევაა. ბიჭები ითამაშებენ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, რისი საშუალებაც ხშირად არ ეძლევათ და ეცდებიან საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენონ. საბოლოოდ, ეს თამაში 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებს მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სელექციას გაუადვილებს, რადგან ექნებათ სრული ინფორმაცია მოთამაშეთა კონდიციების შესახებ“ - ამბობს ბუბუტეიშვილი.
20-წლამდელთა დასკვნით შეკრებაზე არიან
შერკინება
1: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი, საფრანგეთი); გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი); 2: ლევან პაპიძე (ლელო-სარასენს); თენგიზ ზამთარაძე (ლელო-სარასენს); სოსო ჭყოიძე (ლელო-სარასენს); გიორგი მენაბდე (ბათუმი); 3: ლუკა ჯაფარიძე (ლელო-სარასენს); გია ხარაიშვილი (არმაზი); ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი); ლაშა მაჭარაშვილი (მონ დე მარსან, საფრანგეთი); 4-5: ლაშა ჯაიანი (ექსეტერი, ინგლისი); ბექა საღინაძე (ლელო-სარასენს, კაპ.); ლუკა გელაშვილი (ჯიქი); არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენს); 6-7: სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენს); თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი); თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი); 8: არსენ მაჩალაძე (აია);
ხაზი
9: გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი - იმყოფებოდა შეკრებაზე და გუნდს უკვე საფრანგეთში შეუერთდება); ლუკა დვალიშვილი (არმაზი); მიხეილ ალანია (ჯიქი); 10: თედო აბჟანდაძე (აია); 12-13: გიორგი წიკლაური (ჯიქი); სანდრო სვანიძე (არმაზი); ლაშა ლომიძე (აია); 11-14: დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს); ზურა ქავთარაძე (ხარები); ოთარ ძაგნიძე (აია); თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი); კოტე მარჯანიშვილი (ლოკომოტივი);15: ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენს); გიორგი მიქანაძე (არმია).
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აფრასიძე და აბძანდაძე დიდი ძალაა
ყოველ წელს უკეთესი და უკეთესი ბიჭები მოდიან და ამაში წელსაც დავრწმუნდებით, ვფიქრობ 10-ში ვიქნებით...
მინიმუმ 10-ულში, შარშანდელიდან ქე უნდა ჰქონდეთ უკვე რწმენა რო ახლოს იყვნენ დიდი გუნდის დამარცხებასთან და შეუძლიათ.
ბევრი წლის უკან, ქუთაისში ბაზარში მივდიოდი. პასაჟს ეძახიან იმ ადგილს...
ქალბატონმა სირბილით გადამისწრო და კიოდა ერთი "სარბიელი" დამიტოვეთო. თავისთავად მიიქცია ყველას ყურადღება - ვერავინ წარმოიდგენდა საკმაოდ დაბალ, მსუქან ქალბატონს რატომ უნდოდა ასე გამწარებულად სარბიელი...
გამყიდველს დაკოჟრილი, კაცივით ნამუშევარი ხელებით 50 თეთრი ჩაუთვალა, გაზეთი ააფრიალა და საოცარი სიამაყით გამოაცხადა - აგი ჩემი ბიჭია აქვსენტიაო... მერე გულში ჩაიხუტა გაზათი და უკან თავის ყოველდღიურობისკენ გაბრუნდა დან უკვე ბუტბუტით - დედა გენაცვალოს, დედა გენაცვალოს, დედა გენაცვალოს...
იმ ქალბატონის ამაყ და ბედნიერ თვალებს დღემდე ვერ ვივიწყებ. წარმოიდგინეთ ბიჭებო რა შეგიძლიათ გაუკეთოთ საკუთარ დედებს და მამებს, ბიძებს და დეიდებს და მთელ ქართველ ერს. რამხელა სიხარული შეგიძლიათ მათ მიანიჭოთ, რამხელა ბედნიერება - აღარაფერს ვამბობ თქვენ საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე და კარიერაზე.
ცხოვრებაში დგება დღე რომელიც მთლიანად გარდამტეხია ადამიანისთვის, რომელიც განსაზღვრავს მთლიანად თქვენს მომავალს და ვფიქრობ ეს დღეები იწყება 31 მაისს.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი გაწევთ ისედაც ყველას, ვიცი რომ დიდი სტრესის ქვეშ იქნებით, მაგრამ მოდის დრო როცა საკუთარ თავს უნდა გადაახტეთ, თქვენ ეს შეგიძლიათ!
ერთადერთი პრობლემა რაც უნდა გამოასწოროთ არის - საკუთარი თავის რწმენა. ბევრი თქვენგანი იყო შარშანდელი ნაკრების წევრი და კატასტროფულად წავაგეთ ორივე ამხანაგური თამაში არგენტინაში, მერე წავაგეთ ჯგუფში და მხოლოდ ბოლოს მოვიგეთ, როცა უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა. ასე გრძელდება წელასაც, ორივე თამაში წავაგეთ სამხრეთ აფრიკასთან მაგრამ მეორე თამაშში მე-60 წუთამდე ვიგებდით სამანმ კაცი არ გაგვიგდეს. მერე იმ სამხრეთ აფრიკამ ნახევარ ევროპას გადაუჯლიგინა... რატომ გონია ვინმეს რომ თქვენ არ შეგიძლიათ ეომეთ ყველას ჩვენს ჯგუფში. არავითარი მხოლოდ მეოთხე თამაშის მოგება. დარწმუნებული ვარ რომ სამივე თამაშში გექნებათ შანსი და თქვენს ვაჟკაცობაზე იქნება დამოკიდებული - თუ რამდენად გაქვთ საკუთარი თავის რწმენა.
მე მჯერა თქვენი! თქვენს დედებსაც და მამაბსაც ჯერავთ თქვენი, მთელ საქართველოს ჯერავს თქვენი ახლა ჯერი თქვენზეა, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის - ყოველ დილით საკუთარ თავს სარკეში უთხარით - შენ ეს შეგვიძლია და ყოველ ჯერზე ერთმანეთს უთხარით რომ ჩვენ ეს შეგვიძლია!!!
მშვენიერი სამოტივაციო გზავნილია მართლაც!
P.S. სულ დამავიწყდა - იმ სარბიელში მთავარ გვერდზე აქვსენტი გიორგაძის სურათი იყო. თუ არ ვცდები პირველი ლელო გაიტანა ტოპ 14. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ხომ დედის თვალები იყო...
100% ჯიგარი ხარ ძმაო!
ახალგაზრდების კვალობაზე კაი ხანია ეს ბიჭები მხარდამხარ იბრძვიან, დარწმუნებული ვარ მოხარშულს იცნობენ და უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს მწვრთნელთა შტაბთან ერთად, სპარინგებიც ისეთი ქონდათ უკმაყოფილების გრძნობა არ დარჩებოდა არავის, მოკლედ არაფერი არ აკლიად იმისათვის რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი გულშემატკივარი, წარმატებები და ბევრი ლელო დაგვედოს, რაგბი ჩვენი თამაშია!
შარშანდელი რაზმიდან არიან:
გოგიჩაიშვილი
ნუცუბიძე
პაპიძე
ზამთარაძე
ჯაიანი
საღინაძე
გელაშვილი
ჯალაღონია
აფრასიძე
დვალიშვილი
აბჟანდაძე
წიკლაური
ამათ გარდა შარშანდელი ბოლო შერკეიდან ვინც მაშინ ნაკრებში ვერ მოხვდა წელს არიან:
მამამთავრიშვილი
გიგოლაშვილი
სვანიძე
ძაგნიძე
მამუკაშვილი
და შარშანდელი U18 დან არიან:
ახალაძე
ჭყოიძე
ხარაიშვილი (ხაშურის ლეგიონიდან არმაზში გადასულა)
ლომიძე
თაფლაძე
მარჯანიშვილი
ჭიჭინაძე
10-ში წესით უნდა შევიდეთ...
წარმატებები ბიჭებო! ლომებო! ვეფხვებო!