ქართული

13:55 | 16.05.2018 | ნანახია 5582 - ჯერ

ქება შოტლანდიას თბილისში თამაშისთვის

პოპულარულ შოტლანდიურ გამოცემა „სქოთსმენში“ გამოქვეყნდა ცნობილი მესვეტე ალან მასის წერილი, რომლის ნაწილშიც საუბარი საქართველოს ნაკრებს შეეხება, კერძოდ კი შოტლანდიის ეროვნული გუნდის საგაისო სტუმრობას თბილისში. მთლიანი ტექსტი გასული კვირის სხვადასხვა სარაგბო მოვლენებზეა, ამდენად გადავწყვიტეთ, მხოლოდ ის ნაკვესი გვეთარგმნა, სადაც საუბარი ბორჯღალოსნების შესახებაა:

„მრავალი წლის განმავლობაში ვაკრიტიკებდით „მარიფილდის“ ხელისუფალთ (იგულისხმება შოტლანდიის რაგბის კავშირი - ავტ.), ზოგჯერ ამის სრული საფუძველი გვქონდა, ზოგჯერ - არა. მაგრამ მათი შექებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და ის სიახლე, რომ მომავალი წლის ზაფხულში მსოფლიო თასისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ მატჩს შოტლანდია თბილისში საქართველოს წინააღმდეგ გამართავს, ნამდვილად იმსახურებს ქების სიტყვებს.

ზოგიერთ ქვეყანაში საუბრობენ, რომ ტიერ1-ის ქვეყნებმა უნდა წაახალისონ განვითარებადი ერები, მაგრამ მათი უმრავლესობა მხოლოდ ამ იდეის მოსმენით შემოიფარგლება. კარგი იყო, როცა შარშან, ზაფხულში შოტლანდიამ ტესტი ფიჯიზე გამართა, იმ ნიჭიერი სარაგბო ერის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან დიდხანს ელოდა 6 ერიდან ან დიდი სამხრეთული სამეულიდან ერთ-ერთის მასპინძლობას. აქვე დავამატებ, რომ ფიჯის უფრო მაღალი რეიტინგი ექნებოდა, შინ უფრო მეტი ტესტის თამაშის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა. ამის ნაცვლად ფიჯელთა ტესტები ტიერ1-ის ერებთან იმართება გასვლაზე და ჩვენ კარგად მოგვეხსენება, როგორი რთულია გამარჯვების სტუმრად მოპოვება.

ახლა კი შოტლანდია საშინაო მატჩის გამართვის შანსს ქართველებს აძლევს. შესაძლოა, ედი ჯონსმა ბევრი რამ გადაიღო ქართული შერკინებიდან, რათა შოტლანდიას კალკუტის თასისთვის (6 ერის ჩემპიონატში ინგლისისა და შოტლანდიის შეხვედრის გამარჯვებულს გადაეცემა - ავტ.) გაძლიერებული შეტევით შებრძოლებოდა, მაგრამ ინგლისს არასდროს უკადრებია თბილისში ჩასვლა და ვშიშობ, ამას ახლო მომავალში არც დააპირებს“.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:17 | 17.05.2018
LApaata (115)

მადლობა ამ ჟურნალისტსაც ასეთი სტატია რომ დაწერა საერთაშორისო პრესაში, ესეც ჩვენი მხარდაჭერაა. შოტლანდიელებს აქ რომ ჩამოვლენ აუვცილებლად გადავუხდით დიდი მადლობას რომ დაგვაფასეს.

01:32 | 17.05.2018
BEERTRANCE (1073)

იმედია ეგ მხოლოდ პირველი მერცხალია.

19:00 | 16.05.2018
თორღვა პანკელი (387)

რაც არ უნდა თქვა ისტორიული მომენტია ქართულ რაგბში, ძალიან მაგარი და უაღრესად მნიშვნელოვანი თამაშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავამტკიცოთ ყველამ მორაგბეებთან ერთად რომ რაგბი ჩვენი თამაშია.

15:37 | 16.05.2018
ოვალური კორბენი (276)

ჯიგრები ხართ სქოთებო. კილტი აიწიეთ, ტაკოზე უნდა გაკოცოთ

15:11 | 16.05.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

0.094753