ერთა თასი

19:35 | 15.05.2018 | ნანახია 5918 - ჯერ

„მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილება: რუსეთი მსოფლიო თასზეა!

„მსოფლიო რაგბის“ საიტზე ეს-ესაა გამოქვეყნდა სადავო საკითხების დამოუკიდებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება 2017 და 2018 წლების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატების სადავო საკითხებს, რამაც, თავის მხრივ, 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო სიტუაცია შეცვალა.

გადაწყვეტილების თანახმად, რუმინეთის, ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებები დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ, რისი მიზეზიცაა ამ გუნდების შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეების გამოყენება, რომლებსაც ამის იურიდიული უფლება არ ჰქონდათ.

შესაბამისად, რუსეთის ნაკრები, როგორც ევროპული კვალიფიკაციის გამარჯვებული, გავიდა 2019 წლის მსოფლიო თასზე და ა პულში შეუერთდა ირლანდიას, შოტლანდიას, იაპონიასა და რეპეშაჟის გამარჯვებულს, ხოლო გერმანიის ნაკრები პორტუგალიას ევროპულ პლეი-ოფში დაუპირისპირდება.

სადავო საკითხების დამოუკიდებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ შეცდომები დაშვებულია „რაგბი ევროპის“ არაკეთილსინდისიერების ფონზე, რის გამოც „მსოფლიო რაგბი“ უკიდურეს შეშფოტებას გამოთქვამს.

ამიერიდან „მსოფლიო რაგბი“ განახორციელებს კონტროლს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ციკლის უკლებლივ ყველა მატჩზე და დააკვირდება ოფიციალური პირების ყველა დანიშვნას. „მსოფლიო რაგბი“ ეცდება ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას.

გულშემატკივრებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს 2019 წლის მსოფლიო თასზე რუმინეთის ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთები, ამ ბილეთების დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევათ.

სხვა კომენტარი არ გაკეთდება, ვიდრე არ დაიხურება აპელაციისთვის გახსნილი 14-დღიანი ფანჯარა.


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:14 | 17.05.2018
NIKA..01 (335)

რა იღბალები არიან ღრუსები ტიპები მესამე ადგილიდან (რეალურად მეოთხე ) პირდაპირ მსოფლიოზე მოხვდნენ

21:27 | 16.05.2018
არჩილ სოხუმელი (484)

იმ წელს საქართველოს ნაკრებს მგონი არც უნდოდა გამარჯვება - ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა. 2017 წლის თასზე არავინ ხმას არ ამოიღებს და რუმინეთსაც არ ჩამოართმევენ მაგ თასს თუ ისევ ჩვენები არ წამოწევენ ამ საკითხს. ისევ მსოფლიო რაგბი თუ იზამს რამეს ჩვენს სასახელოდ, თორემ რაგბი ევროპა ყველანაირად ეცდება რუმინეთს თასი არ ჩამოართვას.

11:17 | 17.05.2018
GiorgiG83 (525)

რას ჰქვია არ უნდოდა გამარჯვება?
დიახ ჩენებმა უნდა დააყენონ აპელაცია თუ საკითხის წამოჭრაა

16:40 | 16.05.2018
ოვალური კორბენი (276)

ვეთანხმები ბატონ ზურას ფბ კომენტარს. იმედია ჩვენები ხმას საერთოდ არ ამოიღებენ შარშანდელ თასზე, არ ღირს მაგაზე დახურდავება. მოგვიგეს რუმინელებმა და ღმერთმა შეარგოთ ( თუმცა რომ არ შეერგოთ, ვხედავთ ).
მსოფლიო რაგმის მამებო, მოგვაშორეთ ბოლოსდაბოლოს ამ უცნაურ შანტრაპას, "რაგბი ევროპა" რომ ჰქვია !!!

12:12 | 16.05.2018
kelbo (21)

dinamo222 (439)პასუხი
გაზპრომის ფულიიიიიი
--------------------------------------
არა ძმა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალმა პური ჭამას თემა...
ნუ, შეიძლება იმის მტკიცება რომ რუსეთის მაგიერ რო ვინმე ოჩოპინტრე ქვეყანა ყოფილიყო, იმასთან ვერ ეჭამა სამართალს პური.... მარა იმას ნაღდად ვერ იტყვი რო უსამართლობა მოხდა.
თან ადრე რუსეთიც დაისაჯა ზუსტად იგივე მიზეზით და მაგარი უსამართლობა იქნებოდა ახლა რომ იგივე მიზეზით სხვა არ დაესაჯათ, და თან მაგით პახოდუ ისევ რუსეთი დაეზარალებინათ

11:11 | 16.05.2018
kelbo (21)

dinamo222 (439)პასუხი
გაზპრომის ფულიიიიიი
--------------------------------------
არა ძმა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალმა პური ჭამას თემა...
ნუ, შეიძლება იმის მტკიცება რომ რუსეთის მაგიერ რო ვინმე ოჩოპინტრე ქვეყანა ყოფილიყო, იმასთან ვერ ეჭამა სამართალს პური.... მარა იმას ნაღდად ვერ იტყვი რო უსამართლობა მოხდა.
თან ადრე რუსეთიც დაისაჯა ზუსტად იგივე მიზეზით და მაგარი უსამართლობა იქნებოდა ახლა რომ იგივე მიზეზით სხვა არ დაესაჯათ, და თან მაგით პახოდუ ისევ რუსეთი დაეზარალებინათ

09:47 | 16.05.2018
გუგა80 (177)

რაგბი ერთადერთი სპორტია დედამიწაზე, სადაც რუსეთის წარმატებას ტრაგედიად არ აღვიქვამ. პირიქითაც კი, რაღაც პონტში ვბალეშიკობ კიდეც. ასეა ეხლაც, ძალიან გამეხარდა ეს ამბავი: ერთი იმიტომ რომ მსოფლიო რაგბის კვერები აღმოაჩნდა და იმ გაუგონარ უმასამართლობებზე თვალი არ დახუჭა რაც რუმინეთმა ჩაიდინა (ესპანეთი და ბელგია უნრალოდ პრიკუპში მოყვნენ, თუმცა მაგასაც საკუთარი თავის მეტს ვერავის დააბრალებენ) და მეორე იმიტომ რომ რუსეთში რაგბის განვითარება ჩვენს რაგბის ყველაზე მეტად წაადგება.

11:44 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

რით წაადგება?
ან სანამ ამ დივიზიონში ვართ რუმინეთ-ესპანეთ-პორტუგალია-გერმანია-ბელგიის წარმატება რატომ არ წაგვადგება?

05:29 | 16.05.2018
alfadhirhaiti (110)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

00:37 | 16.05.2018
BEERTRANCE (1073)

მაგრა დაახურეს რაგბი ევროპას.

00:18 | 16.05.2018
თორღვა პანკელი (387)

ძაღლის ბედი აქვთ რუსებს!

11:42 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

კი, თუმცა ის სამიც მაგარი დორბლიანი აღმოჩნდა

23:30 | 15.05.2018
პანტელეიმონი (1218)

ალბათ ოქტავიან მურარიუს მოუწევს გადადგომა და საქართველოს ექნება შესაძლებლობა რაგბი ევროპის პრეზიდენტად თავისი კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში ობიექტურად არ მეგულება ევროპული რაგბისთვის უფრო შესაფერისი კანდიდატურა ვიდრე გია ნიჟარაძეა.

11:41 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

მანდ ქართველი უბრალოდ საჭიროა - დრომ და რეალობამ აჩვენა, ოღონდ არა მძინარა და მცონარა ქართველი

15:07 | 16.05.2018
პანტელეიმონი (1218)

მძინარა და მცონარა ქართველი მანდ კი არა "ბუტკაში" ვერ გააკეთებს საქმეს, გეთანხმები, მაგრამ მე გია ნიჟარაძეზე მქონდა საუბარი და ვფიქრობ მას არ გულისხმობდი მაგ კატეგორიაში.
ბატონი გია ისედაც ცნობადი სახეა ევროპა რაგბი-ში და მსოფლიო რაგბი-ში, თან თუ არ ვცდები ის უკვე იკავებს რაღაც თანამდებობებს მაგ სტრუქტურებში და ადვილად მოახერხებს მხარდაჭერის მოპოვებას.

16:46 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

არა გიაზე მსგავსი არ ითქმის, მარგამ გიას რაღაც პოსტი უკავია საერთაშOრისო სარაგო მმაღტველობაში და ამიტომ არც მიფიქრია მისი კანდიდატურა

23:04 | 15.05.2018
ogafa (407)

ჯანდაბა რაღა....................................

23:02 | 15.05.2018
giogobi (68)

გადაწყვეტილება მიიღო "მსოფლიო რაგბიმ" და თავს ლაფი დაასხა " რაგბი ევროპას". თუმცა ესენი ისეთი სქელტყავიანები არიან არცარაფერს შეიმჩნევენ და ჩვეულებრივ გააგრძელებენ რაგბის ერთა თასის გათამაშებას. სიმართლე რომ ვთქვა, არ მიკვირს დიდი ექვსი ერის გუნდები 18 და 20 წლამდელებში რომ აღარ თამაშობენ, ან საფრანგეთი რატო შემორჩა გასაკვირია. მაგარი იმპოტენტი ორგანიზაცია გახდა ეს "რაგბი ევროპა", ერთი ადგილი არ აქვთ არაფრის და რო არა " მსოფლიო რაგბი" არაფერი შეიცვლებოდა

22:27 | 15.05.2018
dominici99 (94)

არა, ითქვა მანამდე, რომ შარშანდელი მატჩებიც ჩაითველბა, სადაც ის არასწორად ნატურალიზებული მოთამაშე ყავდათ და თასსაც ჩვენ დაგვიბრუნებენ.ჩემი ზარით ეგ ბევრს არაფერს შეგვმატებს, არაფრით არ დაგვიმსახურებია შარშან თასი, ამაზრზენად ვითამაშეთ. უფრო მნიშვნელოვანია და ვინმემ ხომ არ იცით, ეს სამი გუნდი მსოფლიოს შესარჩევში ჩამოალაბორანტეს მხოლოდ თუ ქვედა დივიზიონში უკრავენ თავს?

11:40 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

ეგ რაგბი ევროპის გადასაწყვეტია, აქამდე მხოლოდ ვორლდრაგბიმ მსოფლიოს ამებები გადაწყვიტა

22:25 | 15.05.2018
dinamo222 (692)

გაზპრომის ფულიიიიიი

11:39 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

რა შუაშია ამ ჯერად გაზპრომის ფული?
წმინდად იურიდიული მხარეა დარღვეული და გადაწყვეტილებაც შესაბამისი?

22:29 | 15.05.2018
dominici99 (94)

არა მგონია. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრს მაიმუნობენ ამ ნატურალიზაციით, თანაც ადრე რუსეთი რომ მოკვეთეს, ახლა იგივეს ამათტვის გატარება არ იქნებოდა სწორი. რა კარგია, რომ არ გვჭირდება არავის ნატურალიზება და არგენტინასთან და კუნძულელებთან ერთად ჩვენ მხოლოდ შინაურებით ვთამაშობთ და ევროპაში კი მარტო ჩვენ!

22:18 | 15.05.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რუსეთი არა მგონია ქართველი მორაგბეებით გაძლიერდნენ, მაგრამ თუ მოინდომეს აქვთ თუ არა შესაძლებლობა რუსეთში მოთმაშე ქართველი მორაგბეებით გაძლიერდნენ? როგორც ვიცი ბევრი ქართველი თამაშობს, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში არ უთამაშიათ და არც აქვთ თამაშის შანსი. რუსების პროგრესი ჯერ ჯერობით რუსული კლუბების კრაგი თამაშით ჩანს ევროთასებზე.

11:38 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

ის ქართველო რომელიც ბორჯღალოსანი არაა და რუსეთში თამაშობს პირობას გაძელვ რუსეთის ნაკრებს ვერ გააძლიერებს

21:21 | 16.05.2018
არჩილ სოხუმელი (484)

მეც მგონია, რომ არავის დაიმატებენ. მაგრამ იმაში, რომ ქართველი საქართველოს ნაკრებში ვერ მოხვდეს არ ნიშნავს რუსებმა არ დაიმატონ. აგერ ძმები ცნობილაძეები.

11:15 | 17.05.2018
GiorgiG83 (525)

და ძმებმა ცნობილაძეებმა ისეთით რით გააძლიერეს რუსეთის ნაკრები რომ ჩვენ სანერვიულო გვქონდეს?

22:06 | 15.05.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ამით ალბათ დაასამარეს ერთა თასის გათამაშება, ევროპის ქვედა ექვსეულის გათამაშება. რუმინეთს თავისი მორაგბეები, ახალი თაობა ძაან სუსტი ყავს, ესპანეთსა და ბელგიას უკვე არც ექნებათ სურვილი რაგბის განვითარებისა (1-2 წელი მაინც). მოგვიწევს ძალიან დაბალი დონის გუნდებთან თმაში. აი რუსეთი კარგ გამოცდილებას მიიღებს - ეთამაშებია ირლანდიას, შოტლანდიას, იაპონიას და ალბათ სამოას. მგონია ჩვენზე უფრო იოლი ჯგუფი შეხვდა. ვფიქრობ რუსეთი სენსაციას გამოაცხობს. არ მაქვს საუბარი, რომ მოიგებს თამაშს, უბრალოდ მგონია კარგად ითამაშებენ. ერთ ჩემპიონატზე ითამაშეს და 3 თამაშში - ავსტრალიასთან, ირლანდიასთან და იტალიასთან 3 თამაშში 8 ლელო დადეს, მართალია თვითონ ძაან ბევრი დაუდეს, მაგრამ 8-ვე ლელო ულამაზესი იყო. ძაან არ მინდოდა რუსეთს მიეღო ეს გამოცდილება. მერჩივნა ესპანეთი გასულიყო.

11:37 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

რატომ არის ჩვენსაზე რთული ჯგუფი? თანაბრად ვერ ექნებოდა შანსი რუსეთს ვერც ჩვენ ჯგუფში და ვერც მანს დასადაც არის
აი ჩვენ კი მსოფლიოზე ირლანდია-შოტლანდიის დამმარცხებელი ალბათ ისევე ვერ ვართ, როგორც ავსტრალია-უელსის და საჭიდაო იქ იაპონიასტან გვექნებოდა და აქ ფიჯისთან გვაქვს
თუმცა სამოაც ალბათ ურუგვაიზე ძლიერი კრიზისის მიუხედავად მაინც არის

22:10 | 15.05.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ეს 2011 წელს იყო. მაშინ ჯგუფში კიდევ აშშ ყავდათ. ამერიკელებს გაუჭირდათ რუსების დამარცხება.

21:47 | 15.05.2018
beeq.777 (63)

2017 წლის რაგბი ევროპის გამარჯვებულებად ჩვენ რატომ არ გამოგვაცხადეს?

11:35 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

ეგ მსოფლიორაგბის გადასაწყვეტი არაა, რადგან ერთა თასს ატარებს რაგბი ევროპა მანდ უნდა შევიდეს საკითხი განსახილველად

22:13 | 15.05.2018
არჩილ სოხუმელი (484)

რუმინეთის თემა რუსეთმა წამოწია. ალბათ ელიან, რომ საქართველოც წამოწევს თავის მოთხოვნებს. თუ ჩვენ არ მოვითხოვთ ამ საკითხის დაყენებას მგონია სხვები არც გაიხსენებენ.

11:35 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

რუსეთი რატომ უნდა ელოდოს ჩვენგან რამის წამოწევას არ ჰკიდიათ?
როგორც ჩვენ გვეხატა მათი და დანარჩენების დავა

21:03 | 15.05.2018
GENESIS (49)

რაღა გვიჭირს..რუსეთის რაგბის ფედერაციის ქართული მენეჯმენტის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, საქართველოს "ა" ნაკრები ვიხილოთ მსოფლიოზე

11:34 | 16.05.2018
GiorgiG83 (525)

აღარ არის მათთან ქართული მენეჯმენტი

0.104908