სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ნაკრებში ლეგიონერების გამოძახებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.
აქამდე „ბოკეს“ მთავარ მწვრთნელ რესი ერასმუსს ლეგიონერებიდან მხოლოდ მათი იმედი თუ ექნებოდა, რომელთაც ზურგს 30-ზე მეტი სანაკრებო კეპი უმაგრებდა, ახლა კი ის არჩევანში სრულიად თავისუფალია.
„მსოფლიო თასამდე სულ 18 ტესტი დაგვრჩა და რესის არჩევანის თავისუფლება მივანიჭეთ. ერასმუსი უკვე ესაუბრა რამდენიმე მორაგბეს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ თამაშობენ“ - განაცხადა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდერმა.
ამრიგად, „სპრინგბოკში“ შესაძლოა დაბრუნდნენ „სარასენსის“ ბურჯი ვენსან კოხი (9 მატჩი ნაკრებში), „უოსპსის“ ცენტრი ჟუან დე იონგი (19), „სეილ შარქსის“ 9 ნომერი ფაფ დე კლერკი (11) და სხვები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია