ქართული

19:49 | 11.05.2018 | ნანახია 4418 - ჯერ

ფიჯი ვარსკვლავებით დაგვხვდება

16 ივნისს საქართველოს ნაკრები ძალებს ფიჯის უძლიერეს შემადგენლობასთან მოსინჯავს. კუნძულელებმა 2018 წლის წყნარი ოკეანის თასისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადეს და ყველა საუკეთესოს უხმეს.

განსაკუთრებით მრისხანეს ფიჯელთა გარემარბები გამოიყურებიან - ვერენიკი გონევა, ჟოსუა ტუისოვა, ნემანი ნადოლო და ტიმოსი ნაგუსა.

მასპინძლებს ტრავმების გამო ტევიტა კავუბატი, პესელი იატო და ლევანი ბოტია დააკლდებათ.

საქართველოს ნაკრები კუნძულზე ორი წლის განმავლობაში მეორედ ჩადის, თუმცა პირველად ითამაშებს წყნარი ოკეანის თასზე. 2016 წლის ზაფხულის ტესტებზე სამოას ფრედ ვეთამაშეთ (19:19), ტონგას 23:20 ვძლიეთ, ხოლო ფიჯი 14:3 დავამარცხეთ, თუმცა, მაშინ მეტოქეებს ჩვენს წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით არ უთამაშიათ.

მანამდე ფიჯის 2012 წელს „მიხეილ მესხზე“ ვუმასპინძლეთ და 19:24 დავმარცხდით.

სუვაში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნები 31 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ „ფრანგ ბარბაროსებს“ უმასპინძლებენ, რომელიც პრო დ2-ის ნაკრებით მოდის, ხოლო წყნარი ოკეანის თასის ეგიდით, 9 ივნისს ქართველები ჯერ ტონგას შეხვდებიან, ხოლო 16-ში - მასპინძელ ფიჯის. ტურნირის მეოთხე მონაწილე სამოაა, თუმცა, მას კუნძულებზე არ ვხვდებით და ჩემპიონიც ორი ტურის ჯამში გამოვლინდება.

შინ დაბრუნებამდე საქართველოს ნაკრები იაპონიაში შეივლის და 23 ივნისს იაპონიის ნაკრებს შეხვდება.

ფიჯის გაფართოებული შემადგენლობა:

ბურჯები: კამპესე მა’აფუ (ილინგი, ინგლისი), პენი რავაი (ბორდო, საფრანგეთი), ერონი მავი (დრუა, ფიჯი), როპატე რინაკამა (ნორთლენდი, ახალი ზელანდია), კალივატი ტავაკე (ვორათაზი, ავსტრალია), მანასა საულო (ლონდონ აირიში, ინგლისი);

კვაჭები: ტალემაიოტოგა ტუაპატი (პროვანსი, საფრანგეთი), რატუნაისა ნავუმა, ტუვერე ვერემალუა (ორივე - დრუა, ფიჯი);

მეორე ხაზი: სიკელი ნაბუ (ბიარიცი, საფრანგეთი), ლეონე ნაკარავა (რასინგი, საფრანგეთი), აპი რატუიანირავა (ნორთჰემპტონი, ინგლისი), ალბერტუ ტუისუე (სიდნეი რემსი, ავსტრალია);

მესამე ხაზი: დომინიკო ვაკანიბუროტუ (ბრივი, საფრანგეთი), ვილიამე მატა (ედინბურგი, შოტლანდია), მოსესე ვოკა (დრუა, ფიჯი), ნემანი ნაგუსა (ორიაკი, საფრანგეთი), აკაპუსი ქერა (აჟენი, საფრანგეთი);

9: ჰენრი სენილოლი (ტიმიშოარა-სარასენსი, რუმინეთი), ფრენკ ლომანი, სერუპეპელი ვულარიკა (ორივე - დრუა, ფიჯი);

10: ბენ ვოლავოლა (ბორდო, საფრანგეთი);

გარემარბები: ვერენიკი გონევა (ნიუკასლი, ინგლისი), ჟოსუა ტუისოვა (ტულონი, საფრანგეთი), ნემანი ნადოლო, ტიმოსი ნაგუსა (ორივე - მონპელიე, საფრანგეთი);

ცენტრები: იალე ვატუბუა (პო, საფრანგეთი), სევანაია გალალა (ბრივი, საფრანგეთი), სემი რადრადრა (ტულონი, საფრანგეთი);

ფულბეკი: კინი მურუმურივალუ (ლა როშელი, საფრანგეთი).


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:49 | 13.05.2018
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

აბა შენ იცი ჰეიგო აფციაური დააყენე კრაიზეDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

05:53 | 12.05.2018
piki (4)

თუ ისეთი დაცვა ვითამაშეთ როგორიც უელსთან ინდივიდუალური გარღვევების საშვალებას მოვუსპობთ და შერკინებით მივაწვებით მათ ნახევარზე გამოვკეტავთ.მაშინ მოვუგებთ.მთავარია ბიჭებმა მთელი მონდომებით ითამაშონ.რაგბი ჩვენი თამაშია.

01:26 | 12.05.2018
BEERTRANCE (1073)

იმედია ჩვენც კარგი შემადგენლობა გვეყოლება.

00:20 | 12.05.2018
dinamo222 (692)

მაგარი სიტყვა მოძებნეს--იაპონიაში "შეივლის"-ო გეგონება თალავში უნდა შეიარონ და იქაურ გუნს"მუტრუკებს" უნდა ეთამაშონ DD

23:20 | 11.05.2018
krasni (587)

კარგია ასე დაფასება და არც ჩვენ უნდა დავაკლოთ ხელი. ისე, საზაფხულო ტესტების მონაწილეები გაგვაცანით ბარემ.

22:08 | 11.05.2018
ICEMAN (162)

კი ბაზარი არაა მართლა მაგარი შემადგენლობაა ჩემი აზრით ინდივიდუალურად შოტლანდიაზე და და თუნდაც არგენტინაზე არანაკლები, თუმცა კუნძულელებს ტაქტიკურად გამართული რაგბის თამაში უჭირთ და თუ ავრიეთ შეიძლება გამარჯვება, მე პირადად არ გამოვრიცხავ რომ გადაგვიარონ მაგრამ თუ საჩვენოთ წავიდა თამაში მოგებაც შეიძლება

00:21 | 12.05.2018
dinamo222 (692)

რა უნდა გადაგვიარონ ? ფიჯი ფაქტიურად ჩვენი დონის გუნდია და თუ მაგათმა გადაგვიარეს მაშინ კარგად გვქონია საქმე !

18:49 | 14.05.2018
GiorgiG83 (525)

გარემარბები: ვერენიკი გონევა (ნიუკასლი, ინგლისი), ჟოსუა ტუისოვა (ტულონი, საფრანგეთი), ნემანი ნადოლო, ტიმოსი ნაგუსა (ორივე - მონპელიე, საფრანგეთი)

ერთი ასეთი გვყავდეს და ვიტყოდი 50/50 ზე მეთქი

21:37 | 11.05.2018
geogoli (367)

ვააა, ეს უკვე მაგარია, ნიშნავს რო გვაფასებენ და მთელი ძალით ითამაშებენ. სხვა პოზიციებიც გარემარბებივით მაღალი დონის ქონედეთ მსოფლიოს 5-ულში იქნებოდნენ.

21:29 | 11.05.2018
erovnuli-nakrebi (224)

ამათი უკანა ხაზი ისევეა ძლიერი, როგორც ჩვენი წინა

20:50 | 11.05.2018
sokhumsky (36)

ძალიანაც კარგი. ძლიერ მეტოქესთან უფრო კარგად ჩანს ხარვეზები, თორემ ბალგიას და მოლდოვას უპირობიდ რომ მოვუგებთ ყველამ იცის.
P.S. ისე ლავანი ბოტიას ნატურალიზება როგორ გავმაზეთ?

21:28 | 11.05.2018
erovnuli-nakrebi (224)

სადაურია ბოტია?

22:50 | 11.05.2018
kobaSP (45)

წალენჯიხელი მეგრელია

20:19 | 11.05.2018
buratino (480)

ძალიან ძლიერი შემადგენლობაა და საერთოდაც, წლევანდელი წყნარი ოკეანის ტურნე ურთულესი იქნება. მე პირადად პროგრამა-მინიმუმად 1 მოგება მიმაჩნია (ალბათ ტონგასთან), ხოლო 2 მოგება პროგრამა-მაქსიმუმი მგონია

21:28 | 11.05.2018
erovnuli-nakrebi (224)

2 თამაში იქნებაო

20:13 | 11.05.2018
თორღვა პანკელი (387)

ჰოოო შტამბეჭდავი შემადგენლობაა ვერაფერს იტყვი, მართლა არ გინდა ნადოლოს გაჩერება რაღა ეგ და რაღა ლომუ, შეიძლება დაგვარბიონ მაგრამ მეორეს მხრივ ვინაა უკან დამხევი, მადლობა ღმერთს ძალიან კარგი და რაც მთავარია ბევრი ტესტები გვაქვს, ვნახოთ რა შეგვიძლია, რაგბი ჩვენი თამაშია!

21:27 | 11.05.2018
erovnuli-nakrebi (224)

ფეხები არავის მოჭამონ

18:46 | 14.05.2018
GiorgiG83 (525)

ხმამაღალი განცხადებაა )))

20:10 | 11.05.2018
temuchin (431)

ამათ მართლა ძალიან მოუნდომებიათ, ზელანდიის გარდა ალბათ ნებისმიერს დააფიქრებს ასეთ შემადგენლობასთან თამაში. მოკლედ ძალიან უნდა მოვინდომოთ!

20:04 | 11.05.2018
dede (87)

ეუფ

0.152671