არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ორი წამყვანი მორაგბე მიმდინარე წლის ბოლომდე დაკარგა.
უნივერსალმა უკანახაზელმა ხოაკინ ტუკულეტმა და 8 ნომერმა ფაკუნდო ისამ ერთნაირი ტრავმები მიიღეს - მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტეს და მოედანზე მომდევნო 8 თვის განმავლობაში ვერ გავლენ.
28 წლის ტუკულეტი „ხაგუარესის“ ღირსებას იცავს და არგენტინის ნაკრებში 51-ჯერ უთამაშია (16 ლელო), ხოლო 24 წლის ისამ, რომელიც „ტულონში“ თამაშობს, 25 სანაკრებო მატჩში 3 ლელო გაიტანა.
ივნისის ტესტებზე შესაძლოა ვერ ითამაშოს სანტიაგო კორდერომაც, რომელმაც ინგლისის „ექსეტერთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია