ჩემპიონატები

23:00 | 9.05.2018 | ნანახია 722 - ჯერ

მარქსს 6 კვირა გაუცდება

სამხრეთ აფრიკის ნაკრების და “ლაიონსის” კვაჭი მალკოლმ მარქსი, ტრავმის გამო თამაშს 6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

23 წლის პირველხაზელი შაბათს, “ჰარიკეინსთან” გასვლაზე წაგებული (19:28) შეხვედრის მე-9 წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, მალკოლმმა მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა და მოედანზე 6 კვირა ვეღარ გავა.

შესაბამისად, მარქსს სუპერ რაგბის სამი მატჩის გამოტოვება მოუწევს და შანსია, რომ ივნისის ტესტები მთლიანად გამოტოვოს. სამხრეთ აფრიკის ნაკრები მომავალ თვეს 4 საშინაო ტესტ-მატჩს გამართავს: 2 ივნისს უელსს უმასპინძლებს, ხოლო 9-ში, 16-ში და 23-ში ინგლისს დაუხვდება.

მარქსი “ლაიონსის” ღირსებას 2014 წლიდან იცავს და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 48 მატჩში 22 ლელო აქვს გატანილი, ხოლო სამხრეთ აფრიკის ნაკრებში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა, 14 კეპი მოიხვეჭა და 3 ლელო დადო. ის გასულ სეზონში სამხრეთ აფრიკის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093897