ქართული

21:12 | 9.05.2018 | ნანახია 2773 - ჯერ

„მონ-დე-მარსანი“: გმადლობთ, ბექა!

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ ტრავმა, როგორც იქნა, მოირჩინა და გასულ უქმეებზე „მონ-დე-მარსანის“ ესპუართა გუნდის შემადგენლობაში საფრანგეთის ახალგაზრდული ჩემპიონატის საპლეიოფო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ეს ამბავი, ცხადია, ყველასთვისაა სასიამოვნო - თავად ბექასთვის, მისი მრავალრიცხოვანი ქომაგისთვის, საქართველოს ნაკრების (რომელსაც ზუსტად ერთი წელია, ვერ ეხმარება) ხელმძღვანელობისთვის. და კიდევ - „ბორდოსთვის“. საქმე ისაა, რომ 22 წლის ნიჭიერი 8 ნომერი კარიერას საფრანგეთის ტოპ 14-ის სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს.

ბოლო 4 სეზონი ბექა გორგაძემ პრო დ2-ის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში - „მონ-დე-მარსანში“ გაატარა და ერთი წლის წინ, „მონტობანის“ წინააღმდეგ საპლეიოფო მატჩში მიიღო ის მძიმე ტრავმა, რომელმაც მთელი კალენდარული წელი გამოატოვებინა. ის სეზონი გორგაძემ საუცხოოდ ჩაატარა და გუნდის მთავარ ტალანტად დასახელდა. 1 ივნისიდან კი ბექა „ბორდოს“ წევრი იქნება.

„მონ-დე-მარსანში“ არ დავიწყებიათ გორგაძის კარგი თამაში და მას მცირე გამოსამშვიდობებელი დახასიათება მიუძყვნეს საკლუბო საიტზე:

„ბექა გორგაძე

„მონ-დე-მარსანის“ სასწავლო ცენტრს 2014 წელს შეუერთდა, ნიჭიერი, სერიოზული, პროფესიონალთა ჯგუფში მალევე დაწინაურდა. მთავარ გუნდში დებიუტი 2015-ის დეკემბერში ჰქონდა. მას შემდეგ მუდმივად პროგრესირებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შარშანდელი პლეი-ოფის ნახევარფინალში, „მონტობანთან“ შეხვედრაში გაჩერდა. კოჭის ცუდმა ტრავმამ რაგბს ერთი წლით ჩამოაშორა.

სეზონის დასრულების შემდეგ გორგაძე „ბორდოს“ შეუერთდება, ვუსურვებთ, მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ საუკეთესო ენახოს! გმადლობთ, ბექა!“

აქვე შეგახსენებთ, რომ „მონ-დე-მარსანის“ მთავარ გუნდში გატარებულ ორ სეზონში ბექა გორგაძემ პრო დ2-ის 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 21-ში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მის აქტივში 4 ლელოა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:10 | 10.05.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბექა ! ! !

00:58 | 10.05.2018
თორღვა პანკელი (387)

აკრიფო უნდა ფორმა ბექა სულმოუთქმელად გელით ნაკრებში, ჯანმრთელობა და წარმატებები.

23:55 | 09.05.2018
temuchin (431)

ამჯერად საბოლოო ყოფილიყოს მაგ ტრავმის მოშუშება ბექა, წარმატებები და მაქსიმალურად უტრავმო კარიერა!

22:27 | 09.05.2018
krasni (587)

ბექას გამოჯანმრთელება საიხარულოა, იმედია ფორმასაც მალე აკრიბავს.

0.081119