ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ნაკრების სამ წევრს, ოფა ტუ’უნგაფასის (15 კეპი, 1 ლელო), რაიან კროტის (37 კეპი, 9 ლელო) და სკოტ ბარეტს (15 კეპი, 1 ლელო) ახალი კონტრაქტები გაუფორმა.
კროტი (შუამარბი) და ბარეტი (მეორეხაზელი) “კრუსეიდერსის” ღირსებას იცავენ. 29 წლის უკანახაზელმა ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა, ხოლო 24 წლის მორკინალმა – ორი წლით. რაც შეეხება “ბლუზის” ბურჯს, ის ახალზელანდიაში 2021 წლამდე დარჩება.
კროტი “ჯვაროსნების” ღირსებას 2009 წლიდან იცავს და 129 მატჩში 23 ლელო აქვს გატანილი, ბარეტი იმავე გუნდში 2014 წლიდან თამაშობს და 45 შეხვედრაში 6 ლელოს დადება შეძლო, ხოლო 26 წლის ტუ’უნგაფასი “ლურჯებში” 2013 წლიდან ირიცხება და მის ანგარიშზე 60 მატჩია სუპერ რაგბიში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია