საქართველოს ჩემპიონატის მე-3-ე ტურის შეხვედრამ მაყურებელთა იმედები გაამართლა. თამაში დრამატული გამოდგა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგით დასრულდა - 22:22.
ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა რომელთა დიდი ნაწილიც რუსთაველი იყო, ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ტაიმში “ლელო სარასენსისთვის” ზურგქარი უბერავდა და რუსთავის “ხარებს” ფეხით თამაშში ხელს უშლიდა, მაგრამ საწყის წუთებში შერკინებასა და ძალისმიერ თამაშში მოპოვებული უპირატესობის წყალობით, მათ მეტოქის ნახევარზე მეტი დრო გაატარეს. ვაჟა ხუციშვილს მალე ჯარიმით ანგარიშის გახსნის საშუალება მიეცა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, საპასუხოდ კი, “ლელომ” გარდატეხის შეტენა შეძლო, ირაკლი ყიასაშვილის არყოფნაში ლაშა ხმალაძის ჯარიმა ძელმა აისხლიტა.
ტაიმის შუაში წინ “ხარები” გავიდა - ამჯერად ხუციშვილმა ზუსტად დაარტყა, თუმცა 4 წუთში ხმალაძემ ძელის გავლით წონასწორობის აღდგენა შეძლო, 32-ე წუთზე კი, სიტუაცია დაიძაბა და მოედანზე ჩხუბი ატყდა, რის შემდეგაც რეფერიმ ორივე გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გაასინბინა. 13-კაცაში არეული თამაში გაჩაღდა და ამით სტუმრებმა იხეირეს - გიორგი ბასილაიამ ალამთან ლელო გაიტანა და ხუციშვილმა გარდასახვა გამოიყენა. ლელოს სიტუაციის კიდევ ერთხელ დაძაბვა მოყვა და ამჯერად რეფერიმ მოედნიდან თითო-თითო მორაგბე დაითხოვა, რის შემდეგაც ორივე გუნდი 12-12 კაცის ამარა დარჩა.
შესვენებამდე ანგარიში აღარშეცვლილა, მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში კი, ბასილაიმ არეკნით და ხუციშვილმა ჯარიმით ანგარიში 16:3 გახადეს. ამის შემდეგ “ლელო” ამოქმედდა, ტემპს უმატა და სალელოვე შანსებიც გაჩნდა. პირველი შანსის გამოყენება 56-ე წუთზე მოხერხდა, როდესაც თბილისელებმა ჯარიმა კარში არ დაარტყეს, ხმალაძემ 40 მეტრიდან გუნდს 5-მეტრა დერეფანი მოუპოვა და მოლით მეორე ცდის შემდეგ ზვიად მაისურაძემ რაქიდან ბურთი ჩათვლის მოედანში გადადო. ხმალაძის მესამე დარტყმა ისევ ძელმა აისხლიტა.
ამან “ლელო” კვლავ ლელოზე თამაში აიძულა და 71-ე წუთზე მიზანსაც უწია. ეს კვლავ კარგად დაყენებულ მოლს მოყვა და ამჯერად ბურთი ზურაბ ხორბალაძემ დაამიწა, ხოლო ხმალაძემ გარდასახვა გამოიყენა. ინიციატივა უკვე მასპინძლების იყო, მაგრამ “ხარებმა” გარკვეული დროით მეტოქის ნახევარზე გადასვლა შეძლო და ხუციშვილს პირველი ორი ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ 78-ე წუთზე კარის წინ 15 მეტრიდან შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. დრო იწურებოდა და თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ “ლელოს” მორიგ მოლში ორი უკანახაზელიც რომ ჩაერთო რუსთაველები ვეღარ დადგნენ და სანდრო ნიჟარაძეს ლელოს ხმალაძის ზუსტი დარტყმა მოყვა - 22:19.
აქ თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ რეფერიმ ბრძანა ერთი წუთი დარჩაო, ბურთის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და “ხარებმაც” კარიდან ოდნავ მარცხნივ, 40 მეტრიდან ჯარიმის უფლება მიიღო. პოზიცია იოლი არ იყო, თუმცა ხუციშვილმა მიზანი კარგად გაისწორა და გუნდს 2 ქულა მოუტანა - 22:22.
ლევან მგელაძე (“ხარების” მთავარი მწვრთნელი): “დაძაბული თამაში იყო. ისე მოხდა, რომ პირველი სამი შეხვედრა გასული ჩემპიონატის სამ მოწინავესთან მოგვიწია და ორჯერ გამარჯვება მოვიპოვეთ, ახლა კი, ფრეს დავჯერდით. ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონდა. ახლა გარკვეულ კორექტივებს შევიტანთ. დღეს ჩვენ 4 მორაგბე გვაკლდა, რომლებიც ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად საფრანგეთში იყვნენ და ეს “ხარებისთვის” დიდი დანაკლისია, რადგან მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს. ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჯერ გამარჯვებისა არ გვჯერა. ამასთან, “ლელოს” ჩვენზე ბევრად მაღალი კლასის შემსრულებლები ყავს და დასკვნითი 30 წუთის გარდატეხაც ამან განაპირობა. მათ კარგად ნახეს ჩვენი სუსტი მხარეები. შესვენებისას მათ ჩვენი სუსტი მხარეები განიხილეს, მე გუნდს ტაქტიკის შეცვლა ვთხოვე, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. შედეგად, ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე, შედეგით კმაყოფილი ვარ”.
ლევან მაისაშვილი (“ლელოს” მთავარი მწვრთნელი): “თამაში არაორგანიზებულად დავიწყეთ.ამას ისიც დაემატა, რომ მეტოქის აშკარა პროვოკაციას წამოვეგეთ. შეგვეძლო ეს სიტუაცია თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ ვერ შევძელით. მსაჯებმა არამართებული გადაწყეტილება მიიღეს, სამი მორაგბე გაგვიძევეს და ამან სულ მთლად არია თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ქარის საწინააღმდეგოდ ვთამაშობდით, აშკარა უპირატესობას ვფლობდით, თუმცა დრო აღარ გვეყო. რამდენიმე წამყვანი მორაგბე გვაკლდა და გავლენა ამანაც იქონია. შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ასეთ ფონზეც კი, სათანადო დასკვნების გამოტანა შეგვიძლია”.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
III ტური
30 აგვისტო
თბილისი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი
ლელო სარასენსი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 22:22 (3:10)
ლელო: 15. გუგავა, 14. ხეცოიძე, 13. ტალახაძე, 12. ხეცურიანი, 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე (ჯულაყიძე 72), 2. ლომთაძე, 3. მელიქიძე (მამისაშვილი 52), 4. ნიკოლაიშვილი, 5. ქოიავა, 6. სურგულაძე, მძინარიშვილი (ხორბალაძე 49), 8. მაისურაძე.
3 ლელო: მაისურაძე, ხორბალაძე, ნიჟარაძე
2 გარდასახვა: ხმალაძე
1 ჯარიმა: ხმალაძე
3 სინბინი: სანიკიძე (33), სურგულაძე (33), მაისურაძე (39)
ხარები: 15. თეგეთაშვილი, 14. გ. ბებიაშვილი, 13. ბერძული, 12. ღამბაშიძე (ბუჯიაშვილი 65), 11. ბ. ბებიაშვილი, 10. ბასილაია, 9. ხუციშვილი; 1. ესართია (აღაშვილი 61), 2. თაგაური (მაჭარაშვილი 49), 3. წიკლაური, 4. ხელია, 5. ქარუხნიშვილი, 6. გოგიაშვილი, 7. ღამბარაშვილი, 8. ცხადაძე.
1 ლელო: ბასილაია
1 გარდასახვა: ხუციშვილი
4 ჯარიმა: ხუციშვილი
1 არეკნი: ბასილაია
3 სინბინი: ბ. ბებიაშვილი (33), გ. ბებიაშვილი (33), გოგიაშვილი (39)
რეფერი: თევზაძე
კიდეებზე: მასხარაშვილი, ტრაპაიძე
თბილისი. “შევარდენი”. 200 მაყურებელი
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 12:9 (3:9)
არმია: 15. ნუცუბიძე, 14. ჯიმუხაძე, 13. ი. ჩხიკვაძე, 12. ბაირამაშვილი (მამულაშვილი 32; კუპრეიშვილი 47), 11. ნოზაძე (ღვინჯილია 50), 10. ელიზბარაშვილი (მამულაშვილი 53), 9. ჯინაშვილი; 1. კაკოვინი (ჯინჭარაძე 62), 2. მეკოკიშვილი, 3. ტ. ჩხიკვაძე (გურგენაძე 41), 4. ჟღენტი (ქორიძე 65), 5. სურგულაძე, 6. დარასელია, 7. სულუაშვილი, 8. თავართქილაძე.
3 ჯარიმა: ნუცუბიძე
1 არეკნი: ელიზბარაშვილი
1 სინბინი: დარასელია (24)
არმაზი: 15. ნიკოლავა (ჩხაიძე 78), 14. პინაიშვილი, 13. მაჩხანელი, 12. კაიფაჯიანი, 11. გიორგაძე, 10. ბროძელი, 9. მისრიაშვილი; 1. ჩომახაშვილი (ფხაკაძე 68), 2. სოსელია, 3. მარგველანი (ბუკია 57), 4. კანდელაკი, 5. ჭელიძე (ნანიევი 59), 6. გიგაური (ბუკია 52-56), 7. მინაშვილი, 8. ამირანაშვილი.
3 ჯარიმა: ნიკოლავა
1 სინბინი: მარგველანი (47)
რეფერი: ჩიხლაძე
კიდეებზე: მჟავანაძე, საჯაია
- ხარები 3 2 1 0 92-47 11
- ლელო სარ. 3 2 1 0 66-41 10
- ყოჩები 2 2 0 0 33-16 8
- არმია 3 2 0 1 40-68 8
- ჯიქები 2 1 0 1 18-21 5
- აია 2 1 0 1 41-41 5
- თიბიეს უნივ. 2 0 0 2 42-50 2
- ლოკომოტივი 1 0 0 1 22-26 1
- არმაზი 2 0 0 2 25-39 1
10. ბათუმი 2 0 0 2 15-45 0
31 აგვისტო
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 17:15 საათი
ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ავჭალა”. 20:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 20:00 საათი
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია