უცხოური

13:36 | 9.05.2018 | ნანახია 1217 - ჯერ

სონი ბილი ბრუნდება

„ოკლენდ ბლუზისა“ და „ოლ ბლექსის“ შუამარბმა სონი ბილ უილიამსმა ექვსკვირიანი მკურნალობა დაასრულა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.

32 წლის მორაგბემ მაჯა მარტის შუა რიცხვებში, „სთორმერზთან“ მატჩისას მოიტეხა და სუპერ რაგბის ექვსი მატჩი გამოტოვა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა და 11 მაისს „ჰარიქეინზთან“ ითამაშებს.

„ბლუზი“ სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-13 ადგილზეა (15 გუნდს შორის).

გუნდს უბრუნდება „ოლ ბლექსის“ კიდევ ერთი მოთამაშე, ბურჯი ოფა ტუნგაფასი, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო 3 კვირა გაუცდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.057958