უცხოური

15:30 | 8.05.2018 | ნანახია 1559 - ჯერ

შოტლანდია ამერიკაში ლეიდლოუს გარეშე მიდის

შოტლანდიის ნაკრების ლიდერი გრეგ ლეიდლოუ ზაფხულის ტესტებს გამოტოვებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგ თაუნსენდმა იმ მორაგბეთა 33-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომლებიც ამერიკული ტურისთვის მოემზადებიან და ამ გაფართოებულ შემადგენლობაში ლეიდლოუს გვარი ვერ ამოვიკითხეთ. ვარსკვლავი ჰავბეკი ზაფხულში დაისვენებს - ასე გადაწყვიტა თაუნსენდმა.

კაპიტნად კვაჭი სტიუარტ მაკინელი დაინიშნა, ხოლო 33-დან 6 მორაგბე პოტეციური დებიუტანტია: ლუის კარმაიკლი, მატ ფეიჯერსონი, ჯეიმი რიჩი, ჯორჯ ჰოუმი, ადამ ჰასტინგსი და ჯეიმს ლენგი.

შოტლნადიის ნაკრები 10 ივნისს კანადას შეერკინება, 16 ივნისს - აშშ-ს, 23 ივნისს - არგენტინას.

ფორვარდები: საიმონ ბერგანი, ჯეიმი ბატი, მაგნას ბრადბრი, ფრეზერ ბრაუნი, ლუის კარმაიკლი, ალან დელი, დევიდ დენტონი, მატ ფეიჯერსონი, ზანდერ ფეიჯერსონი, გრანტ გილქრისტი, რიჩი გრეი, ლუკ ჰამილტონი, მარი მაკკალამი, სტიუარტ მაკინელი (კაპ), ჯეიმი რიჩი, ტიმ სვინსონი, ბენ თულსი, ჯორჯ თერნერი;

უკანახაზელები: ალექს დანბარი, ნიკ გრიგი, კრის ჰარისი, ადამ ჰასტინგსი, სემ იდალგო-კლაინი, სტიუარტ ჰოგი, ჯორჯ ჰოუმი, პიტ ჰოუმი, რური ჯექსონი, ლი ჯონსი, ბლერ კინგჰორნი, ჯეიმს ლენგი, ბაირონ მაკგიგენი, ელი პრაისი, დანკან ტეილორი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:22 | 08.05.2018
GiorgiG83 (525)

სამევეში თუ არა ორში უეჭველი არ ჭირდება ლეიდლოუ

0.083621