ჩელენჯ კაპი

13:16 | 8.05.2018 | ნანახია 2379 - ჯერ

ვინ ითამაშებს მომავალი სეზონის ევროთასებზე

ინგლისის ავივა პრემიერშიპის, გინეს პრო14-ისა და საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატების დასრულებასთან ერთად გაირკვა ჩემპიონთა თასის 2018/19 წლების სეზონის მონაწილე გუნდების ვინაობაც.

ავივა პრემიერშიპი (7 მონაწილე)

„ექსეტერ ჩიფსი“, „სარასენსი“, „უოსპსი“, „ნიუკასლ ფალკონსი“, „ლესტერ თაიგერსი“, „ბათი“ და „გლოსტერი“*.

* - „გლოსტერი“ მომავალი სეზონის ჩემპიონთა თასზე იასპარეზებს როგორც ჩელენჯ კაპის (გამარჯვებული ან დამარცხებული) ფინალისტი.

გინეს პრო14 (7 მონაწილე)

„გლაზგო უორიორზი“ (შოტლანდია), „ლენსტერი“ (ირლანდია)**, „სკარლეთსი“ (უელსი), „მანსტერი“ (ირლანდია), „ედინბურგი“ (შოტლანდია), „კარდიფ ბლუზი“ (უელსი)**.

გინეს პრო14-ის მე-7 წარმომადგენლის ვინაობა გამოვლინდება 20 მაისს ბელფასტის სტადიონ „კინგსპანზე“, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ირლანდიური „ალსტერი“ და უელსური „ოსპრეიზი“.

** - ჩემპიონთა თასის ფინალისტმა „ლენსტერმა“ და ჩელენჯ კაპის ფინალისტმა „კარდიფ ბლუზმა“ მომავალი ტურნირის მონაწილეობა პრო14-ში დაკავებული ადგილითაც დაიბევეს.

ტოპ 14 (6 მონაწილე)

„მონპელიე“, „რასინგი“***, „ტულუზი“, „ტულონი“, „ლიონი“, „კასტრი“.

*** - ჩემპიონთა თასის ფინალისტმა „რასინგმა“ მომავალი ტურნირის მონაწილეობა ტოპ 14-ში დაკავებული ადგილითაც დაიბევა.

აქვე განვმარტავთ ეპკრ-ს („ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის“) საბჭოს მიერ მიღებული წესი, რომლის თანახმადაც ვლინდება ჩემპიონთა თასის მე-20 მონაწილე:

1) ჩემპიონთა თასის მფლობელი, თუ მან ვერ გაიარა კვალიფიკაცია ეროვნულ ლიგაში;

2) ჩელენჯ კაპის მფლობელი, თუ მან ვერ გაიარა კვალიფიკაცია ეროვნულ ლიგაში;

3) ჩელენჯ კაპის დამარცხებული ფინალისტი, თუ მან ვერ გაიარა კვალიფიკაცია ეროვნულ ლიგაში;

4) ჩელენჯ კაპის დამარცხებულ ნახევარფინალისტებს შორის გამართული პლეი-ოფის გამარჯვებული, თუ მან ვერ გაიარა კვალიფიკაცია ეროვნულ ლიგაში;

5) არაკვალიფიცირებულთა შორის უმაღლეს ადგილზე მდგომი გუნდი იმ ქვეყნის ლიგაში, რომლის წარმომადგენელიცაა ჩემპიონთა თასის მფლობელი.

რაც შეეხება ჩელენჯ კაპს, 2018/19 წლების სეზონში ამ ტურნირის 20 მონაწილეს შეადგენენ ინგლისის პრემიერშიპის, პრო14-ის და საფრანგეთის ტოპ 14-ის 18 გუნდი, რომლებიც ჩემპიონთა თასზე ვერ მოხვდნენ, ასევე კონტინენტური ფარის ფინალისტები - გერმანული „ჰაიდელბერგი“ და რუსული „ენისეი“. ჩელენჯ კაპის მონაწილეთა ვინაობა გამოცხადდება მოგვიანებით.

ინგლისის ავივა პრემიერშიპი (5 მონაწილე)

„სეილ შარქსი“, „ნორთჰემპტონ სეინთსი“, „ჰარლიქუინზი“, „ვუსტერი“, „ბრისტოლი“.

გინესის პრო14 (5 მონაწილე)

„ალსტერისა“ (ირლანდია) და „ოსპრეიზის“ (უელსი) მატჩში დამარცხებული, „ტრევიზო“ (იტალია), „კონახტი“ (ირლანდია), „ძებრე“ (იტალია), „დრაგონსი“ (უელსი).

საფრანგეთის ტოპ 14 (8 მონაწილე)

„ლა როშელი“, „პო“, „კლერმონი“, „ბორდო“, „აჟენი“, „სტად ფრანსე“, „პერპინიანი“, „ოიონასა“ და „გრენობლის“ მატჩის გამარჯვებული.

კონტინენტური ფარი (2 მონაწილე)

„ჰაიდელბერგი“ (გერმანია), „ენისეი“ (რუსეთი)

შეხსენებისთვის, ჩამოთვლილი 41 კლუბიდან 13-ის ღირსებას ქართველი ლეგიონერები იცავენ - „კარდიფ ბლუზი“, „ოსპრეიზი“, „მონპელიე“, „რასინგი“, „ტულონი“,„ლა როშელი“, „პო“, „კლერმონი“, „ბორდო“, „აჟენი“, „სტად ფრანსე“, „ოიონა“ და „გრენობლის“. თუმცა, მალე სატრანსფერო პერიოდი დაიწყება და ეს ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს კიდეც


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080146