ჩემპიონატები

22:00 | 7.05.2018 | ნანახია 1217 - ჯერ

მარქსი ივნისის ტესტებზე საეჭვოა

სამხრეთ აფრიკის და “ლაიონსის” კვაჭმა მალკომ მარქსმა, შესაძლოა, ივნისის ტესტები გამოტოვოს.

23 წლის მორაგბემ სუპერ რაგბის უკანასკნელ ტურში, “ჰარიკეინსთან” გასვლაზე წაგებული (19:28) შეხვედრის მე-9 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც ირკვევა, მალკოლმს საზარდული აქვს და გამორიცხული არაა, რომ ივნისის ტესტებზე თამაში ვერ შეძლოს.

“მალკოლმის ასე ადრეულად დაკარგვა ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. მას სამშაბათს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე გახდება ცნობილი”, - განაცხადა “ლაიონსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანსუა დე ბრუინმა.

მარქსი “ლაიონსის” ღირსებას 2014 წლიდან იცავს და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 48 მატჩში 22 ლელო აქვს გატანილი, ხოლო სამხრეთ აფრიკის ნაკრებში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა, 14 კეპი მოიხვეჭა და 3 ლელო დადო. ის გასულ სეზონში სამხრეთ აფრიკის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ “სპრინგბოქსი” ივნისში სამ საშინაო ტესტ-მატჩს გამართავს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080399