ქართული

16:58 | 7.05.2018 | ნანახია 2701 - ჯერ

„ტულონის“ მწვრთნელი: მამუკა გორგოძე ტრავმას გადაურჩა

შაბათს „პოსთან“ ტოპ 14-ის ბოლო ტურის მატჩის მე-17 წუთზე „ტულონის“ მღლეტელმა მამუკა გორგოძემ მოედანი დატოვა და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ თამაშში აღარ დაბრუნდა.

დღეს „ტულონის“ მორკინალთა მწვრთნელმა ფაბრის ლანდრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა:

„მამუკა გორგოძემ მატჩის მსვლელობისას ბარძაყის კუნთი იტკინა და შეცვლა ითხოვა. ექიმებმა რისკის თავიდან არიდების მიზნით გვირჩიეს, ქართველს თამაშის გაგრძელებისგან თავი შეეკავებინა. მამუკაც, შესაბამისად, წინდახედულად მოიქცა. ყველაფერი რიგზეა და გორგოძე პლეი-ოფისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება. მის ნაცვლად ახალგაზრდა ვათამაშეთ და ესეც სასარგებლოა - რეზერვის შესაძლებლობებს დავაკვირდით“.

ცნობისთვის, 18 მაისს მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშილის „ტულონი“ ტოპ 14-ის პლეი-ოფის მეოთხედფინალის ფარგლებში „ლიონს“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში „მონპელიეს“ ესტუმრება, ამ შეხვედრაში უძლიერესი კი დიდ ფინალში გავა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:46 | 07.05.2018
პანტელეიმონი (1218)

ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს მამუკა ! ! !

20:53 | 07.05.2018
DataN24 (215)

კაია რომ გადარჩა აი ალხაზაშვილმა უნდა დატოვოს დროზე ეს გუნდი შარშან რამდენჯერმე ათამაშეს მაინც და წელს განაცხადიც არ აღირსეს სად სუსტ გუნდში პრაქტიკა მაინც ექნება

15:49 | 08.05.2018
buratino (480)

ალხაზაშვილი არაა სანაკრებო დონის მოთამაშე

10:42 | 08.05.2018
თორღვა პანკელი (387)

კი მაგრად მოუკლო მაგ ბიჭმა ნაკრებშიც აშკარად ყველაზე სუსტია, მისთვისაც ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნება თუ რომელიმე პრო-დ-2-ის გუნდში გადავა, პრაქტიკის გარეშე არაფერი არ გამოვა რამდენიც არ უნდა ივარჯიშოს.

0.864145