ჩემპიონატები

20:30 | 2.05.2018 | ნანახია 1524 - ჯერ

საფრანგეთის დანაკლისი ახალზელანდიური ტურნესთვის: პიკამოლი, მაშნო და ვაკატავა

გასული უიკენდი უიღბლო გამოდგა საფრანგეთის ნაკრებისთვის. სერიოზული ტრავმები მიიღეს "მონპელიეს" მესამეხაზელმა ლუი პიკამოლმა და "რასინგ 92"-ის ორმა მორაგბემ: 9 ნომერმა მაქსიმ მაშნომ და გარემარბმა ვირიმი ვაკატავამ.

ვაკატავამ საზარდული დაიზიანა და საოპერაციოა, ხოლო მაშნოს მუხლი აქვს დაზიანებული. ორივე მორაგბე ტოპ 14-ის პლეი-ოფს, ჩემპიონთა თასის ფინალს და ივნისის ტესტებს გამოტოვებს. პიკამოლის ტრავმის ზუსტ დეტალებზე ჯერ არ დაწერილა, თუმცა სეზონი მისთვისაც დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ივნისში სამ საგარეო ტესტს გამართავს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09708