უცხოური

19:16 | 30.04.2018 | ნანახია 1831 - ჯერ

ინგლისელები ჯონსის შემცვლელს ეძებენ

ინგლისური პრესის ცნობით, ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის შემცვლელს ეძებს.

ავსტრალიელს კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ექვს ერზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, მისი პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა და თუ 2019 წლის მსოფლიო თასიც არ იქნება წარმატებული, ინგლისის რაგბის კავშირი ჯონსთან ხელშეკრულებას ვადაზე ადრე გაწყვეტს.

ედის შესაძლო შემცვლელებად ახალზელანდიელი სპეციალისტები განიხილებიან - უორენ გეთლანდი და ჯო შმიდტი. ისინი ამჟამად შესაბამისად უელსისა და ირლანდიის ნაკრებებს თავკაცობენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085684