საფრანგეთის ტოპ 14-ის ბოლოსწინა ტურში "მონპელიემ" "პოს" უმასპინძლა და 45:13 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მონპელიელებმა რეგულარული ჩემპიონატიც მოიგეს და, შესაბამისად, პლეი-ოფის ნახევარფინალისტობაც გაინაღდეს.
"პოს" ძლევაში, ისევე, როგორც მთლიანად სეზონის წარმატების ჩატარებაში, თავისი სოლიდური წვლილი მიკეილ ნარიაშვილმაც შეიტანა. მიშამ მოედანზე 69 წუთი დაჰყო და ჩვეულად, უმაღლეს დონეზე ითამაშა.
მორიგი წარმატებული თამაშის ჩატარება ბორჯღალოსან ბურჯს საფრანგეთის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა "ეკიპმა" დაუფასა - მიშა 25-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. აქვე გთავაზობთ "ეკიპის" სიმბოლურის სრულ შემადგენლობას:
15. კანტენ ეტიენი ("ოიონა", საფრანგეთი)
14. ჯოსუა ტუისოვა ("ტულონი", ფიჯი)
13. ულუპანო სეუტენი ("ოიონა", ავსტრალია)
12. პიერ ფუისაკი ("აჟენი", საფრანგეთი)
11. სემი რადრადრა ("ტულონი", ფიჯი)
10. ბენ ბოტიკა ("ოიონა", ახალი ზელანდია)
9. რიკი ჯენუარი ("აჟენი", სამხრეთ აფრიკა)
8. ანტუან მიკელი ("აჟენი", საფრანგეთი)
7. ფაკუნდო ისა ("ტულონი", არგენტინა)
6. რაფაელ ლაკაფია ("ტულონი", საფრანგეთი)
5. ლეონე ნაკარავა ("რასინგი", ფიჯი)
4. პოლ გაბრიაგი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი)
3. მალიქ ამადაში ("პო", საფრანგეთი)
2. კვენტინ მაკდონალდი ("ოიონა", ახალი ზელანდია)
1. მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე", საქართველო)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგ კაი ხანია ჩვეულებრივი ამბავია.
+1