საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯი დავით ქუბრიაშვილი, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე “მონპელიეს” დატოვებს.
გამოცდილ მორაგბეს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, რომლის გახანგრძლივებაც აღარ ხდება. ტოპ 14-ის ლიდერის ოფიციალურმა გვერდმა, სპეციალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი დავით ქუბრიაშვილს, ჯესი მოგს, ჯო ტომანეს ჟულიენ დელანოს და ჟოფრი მიშელს ემშვიდობებიან და გუნდისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდიან.
შეგახსენებთ, რომ “დუდუ” “მონპელიეში” 2015 წელს “სტად ფრანსედან” გადავიდა, 44 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო გაიტანა. მას ბოლო დროს ტრავმები ხშირად აწუხებდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11-ჯერ შეძლო მინდორზე გასვლა.
ქუბრიაშვილი საქართველოს ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობს, 44 კეპი მოიხვეჭა და 2 ლელო დადო. მას სამჯერ “ბარბაროსების” კვართითაც აქვს ნათამაშები. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ქართველი ბურჯი კარიერას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი საყვარელი ბურჯია! ზირაქა ალბათ ოდნავ ჯობია, ღია თამაშში, მაგრამ სტატიკაში უფ რა მაგრა დგას! იმსახურებს ეს კაცი სუპერ გუნდში თამაშს სტაბილურად. იმედია არანაკლებ გუნდში გადავა. ტრავმებმა ძალიან გატანჯეს. ნაკრებშიც იმედია მალე დაბრუნდება. დუდუ და ლევანი -ასეთი ორი 3 ნომერი რომელ გუნდს ყავს სხვას კიდევ? მსოფლიოზე აუცილებლად გვჭირდება. ამ ხუმრობა-ხუმრობაში მარჯვენა ბურჯზის პოზიციაზე აღარ გვაქვს ისეთი არჩევანი ამ ეტაპზე
ეს ცუდია. ზაფხულის ტესტებზე ვერ იქნება სრულად კონცენტრირებული თამაშზე. :-(
ძალინ ძლიერი და მაგარი მორკინალია დუდუ! რომელსაც უდიდესი გამოცდილება და კლასი უმაგრებს ზურგს როგორც ნაკრებში ასევე საერთაშორისო დონეზე, დარწმუნებული ვარ უკლუბოდ არ დარჩება და უამრავი შემოთავაზება ექნება,როგორც ევროპიდან ასევე სუპერ რაგბიდანაც სადაც ბრეგვაძემ და ხატიაშვილმა უკვე გაჭრეს ფანჟარა, წარმატებები დუდუს და ყველა საამაყო ბორჯღალოსანს, რაგბი ჩვენი თამაშია!