ამბები

11:50 | 28.04.2018 | ნანახია 1269 - ჯერ

ნიკოლას სანჩესს საფრანგეთში ელიან

მას შემდეგ, რაც არგენტინის რაგბის კავშირმა ნაკრებში ლეგიონერების გამოძახებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა, ნიკოლას სანჩესს ფრანგული კლუბების რიგი დაუდგა.

29 წლის მგეზავს საფრანგეთში 4 წელი აქვს გატარებული - 3 წელი „ბორდოში“ და ერთი „ტულონში“, ხოლო 2015 წლიდან სუპერ რაგბის არგენტინულ ფრანჩიზს, „ხაგუარესს“ შეუერთდა.

ირკვევა, რომ „ბორდოს“ და „ტულონს“ არგენტინელის დაბრუნება სურთ, ხოლო „სტად ფრანსე“ მორნი სტეინისა და ჟიულ პლისონის შემცვლელს ეძებს და თვალი სანჩესისკენ უჭირავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087107