ლეგენდარულმა ახალზელანდიელმა მორაგბემ მა’ა ნონუმ “ტულონთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რომლის მიხედვითაც ფრანგული კლუბის ღირსებას 2020 წლამდე დაიცავს.
35 წლის შუამარბი “ტულონში" 2015 წლიდან თამაშობს და 75 მატჩში 13 ლელო აქვს გატანილი.
ნონუ 2003-2015 წლებში “ოლ ბლექსის” წევრი გახლდათ, 103 კეპი მოიხვეჭა და 33 ლელო დადო, ხოლო 2011 და 2015 წლებში ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასი აღმართა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია