უცხოური

14:16 | 26.04.2018 | ნანახია 1495 - ჯერ

მურად ბუჯელალი "მიღწევებისთვის ორდენით" დაჯილდოვდება

დამდეგ შაბათს, 28 აპრილს, საფრანგეთის სპორტის მინისტრი, ახლო წარსულში სახელოვანი მოფარიკავე ლორა ფლესელი "ტულონის" მეპატრონე და პრეზიდენტ მურად ბუჯელალს სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს - "ორდენს მიღწევებისთვის".

ეს ორდენი 1963 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა დააწესა და ამ ჯილდომ გააერთიანა და ჩაანაცვლა უამრავი საუწყებო ორდენი და მედალი. "მიღწევებისთვის ორდენით" ჯილდოვდებიან საფრანგეთის მოქალაქეები მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამხედრო მიღწევებისთვის. ესაა საფრანგეთის მიშვნელობით მეოთხე სახელმწიფო ჯილდო.

რაც შეეხება რაგბის მეცენატსა და ფილანტროპ ბუჯელალს, ეს არაორდინარული კაცი ხსენებულ ჯილდოზე ჯერ კიდევ 2008 წლის იანვარში, საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წარადგინა, თუმცა მესიე მურადი ორდენს მხოლოდ შაბათს, "ტულონისა" და "კასტრის" შესვენებაზე მიიღებს. შეხსენებისთვის, "ტულონის" ღირსებას ბადრი ალხაზაშვილი, მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა იცავენ. ორი უკანასკნელი, სავარაუდოდ, ტულონელთა მარქაფაში იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086071