ლეგიონერები

19:00 | 25.04.2018 | ნანახია 1488 - ჯერ

ბრეგვაძე და ხატიაშვილი “ჰარიკეინსთან” მატჩს მარქაფადან დაიწყებენ

სუპერ რაგბის მე-11 ტურის მატჩში, აუტსაიდერი “სანვულვზი” გასვლაზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ახალზელანდიურ “ჰარიკეინსს” დაუპირისპირდება.

იაპონური ფრანჩიზის მარქაფაში არიან, კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე და მარჯვენა ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა გასულ ტურში, “კრუსეიდერსთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, ხოლო ნიკოლოზი განაცხადში არ იყო. ბრეგვაძემ ჯერჯერობით “ზე რაგბიში” 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო (სულ 124 წუთი), ხოლო ხატიაშვილმა მინდორზე მხოლოდ 5 წუთი დაჰყო.

“სანვულვზს” რვა მატჩში ამდენივე მარცხი აქვს და მხოლოდ 2 ქულა აქვს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.129072