“ჰარიკეინსის” და ახალი ზელანდიის ნაკრების გარემარბმა ნეჰე მილნერ-სკადერმა მძიმე ტრავმა მოიშუშა და სუპერ რაგბის უახლოესი ტურის მატჩში თამაშსაც შეძლებს.
27 წლის მორაგბე 7 ოქტომბერს, 2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) ბოლო ტურში, სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად მოგებულ (25:24) შეხვედრაში მხარი მძიმედ დაიზიანა და მას შემდგომ აღარ უთამაშია.
“ზე რაგბის” მომავალ ტურში “ჰარიკეინსი” საკუთარ მოედანზე “სანვულვზს” დაუხვდება და მილნერ-სკადერი მარქაფაში იქნება.
მილნერ-სკადერი “ჰარიკეინსში” 2015 წელს გამოჩნდა, 24 შეხვედრა ჩაატარა და 8 ლელო გაიტანა. ამავე წელს ჰქონდა დებიუტი “ოლ ბლექსის” რიგებში, სადაც 11 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო დადო. ის 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა და მეტოქეები 5-ჯერ დაალელოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია