სამხრეთ აფრიკის ნაკრებისა და „ტულონის“ გარემარბმა, ჯონა ლომუსთან ერთად მსოფლიო თასის საუკეთესო მელელოვემ ბრაიან ჰაბანამ, მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
34 წლის მორაგბე ერთი წლის განმავლობაში მუხლის ტრავმას ებრძოდა, მაგრამ მას ვერაფერი მოუხერხა და ბუცების ლურსმანზე დაკიდება გადაწყვიტა.
„ეს იყო იმედისა და მცდელობების ერთი წელიწადი. მოედანზე დაბრუნების უდიდესი სურვილი მქონდა, რათა კიდევ ერთხელ განმეცადა გამარჯვების სიტკბო, ან მარცხით გამოწვეული იმედგაცრუება. კარიერის სხვაგვარად დასრულებაზე ვოცნებობდი, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა“ - განაცხადა 2007 წლის საუკეთესო მორაგბემ.
ჰაბანას ანგარიშზე 126 სანაკრებო მატჩი და 67 ლელოა. 2013 წლიდან ის „ტულონის“ ღირსებას იცავდა და 66 შეხვედრაში 23 ლელო გაიტანა, მანამდე კი, სუპერ რაგბის 118 მატჩში თავი 56-ჯერ გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უდავოდ უზლიერესი გარემარბი იყო როგორ მინდოდა იაპონიაში წასულიყო და ჯონა ლომუს რეკორდი დაემხო მსოდლიოზე გატანილი ლელოებით მსოფლიოს ყველა დროის ნაკრებში ლომუსთან ერთად უალტერნატივოა გარემარბის პოზიციაზე ასეთი სწრაფი ფლანგელი სარაგბო მატიანეს არ ახსოვს ტიპი ავაზას და ბოინგს ასწრებდა ისეთი სწრაფი იყო
მართლა უმაგრესი იყო მაგრამ ლომუსთვის არ მინდოდა რომ გაესწრო, ლომუ კიდევ უფრო მაგარი იყო
ნუ იასნა ლომე ეხლა ცალკეა და და სვები კიდე ცალკე ლომუს მერე ეგეტი გარემარბი ისტორიას არ ყოლია და კარგა ხანს არც ეყოლება
didi kacia namdvilad. dasanania