„რასინგის“ კაპიტანი დიმიტრი შარჟევსკი პარიზულ კლუბს სეზონის გადამწყვეტ მატჩებში ვერ დაეხმარება.
35 წლის კვაჭმა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, „მანსტერთან“ მატჩისას ბიცეფსი დაიზიანა და კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, სეზონი ნაადრევად დაასრულა.
არადა პარიზული კლუბი ორ ფრონტზე იბრძვის. 12 მაისს „რასინგმა“ ჩემპიონთა თასის ფინალში ბილბაოში, ირლანდიური „ლენსტერის“ წინააღმდეგ უნდა ითამაშოს. გარდა ამისა, დედაქალაქელები ტოპ 14-ში მოწინავე პოზიციაზე არიან და საჩემპიონო პლეი ოფში თამაში პრაქტიკულად დაბევებული.
შარჟევსკი „რასინგში“ 2012 წლიდან თამაშობს. 2004 წლიდან ის საფრანგეთის ნაკრების ღირსებას იცავდა და 83 მატჩში 7 ლელო გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია