უცხოური

17:11 | 24.04.2018 | ნანახია 2518 - ჯერ

მსოფლიოს ყველაზე სარაგბო ქალაქი ოიონა ყოფილა

სოციოლოგიური კვლევების უელსურმა ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის თემა ეხებოდა რაგბის პოპულარობას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. ამისთვის მოხდა ორი მაჩვენებლის შედარება: კონკრეტული ქალაქის მოსახლეიბა და ამ ქალაქის სარაგბო სტადიონზე დასწრების საშუალო მაჩვენებელი.

და რა შედეგი დადგა? ამ შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ყველაზე "სარაგბო" ქალაქია ოიონას. ამ ქალაქის მოსახლეობა სულ რაღაც 22 485 ადამიანს შეადგენს, ხოლო სარაგბო კლუბ "ოიონას" კუთვნილ სტადიონ "შარლ-მატონზე" თითოეულ მატჩს საშუალოდ 7632 გულშემატკივარი ესწრება! ფეხბურთის სტაჟიან ქართველ მოყვარულებს გასული საუკუნის 80-იანი წლების ლანჩხუთის "გურიის" ფენომენი უთუოდ გაახსენდებოდათ, როცა სტადიონზე გაცილებით მეტი ადამიანი გროვდებოდა, ვიდრე თვითონ ლანჩხუთში ცხოვრობდა...

თუმცა, რაგბს დავუბრუნდეთ. გამოვიდა, რომ "ოიონას" ადგილობრივი ქომაგი ქალაქის სრული მოსახლეობის 33,94%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის კლუბი ყველა კონკურენტს მნიშვნელოვნად უსწრებს. მეორე-მესამეზეც ფრაბგული კლუბებია, ხოლო ტოპ-ათეულში სულ 7 კლუბია საფრანგეთიდან, 1-1 კი ინგლისიდან, უელსიდან და ირლანდიიდანაა.

აი, სრული ტოპ 10-იც:

  1. ოიონა (საფრანგეთი) - 33,9%
  2. კასტრი (საფრანგეთი) - 22,4%
  3. ლა როშელი (საფრანგეთი) - 20%
  4. აჟენი (საფრანგეთი) - 19,6%
  5. ბათი (ინგლისი) - 19,4%
  6. ბრივი (საფრანგეთი) - 18,9%
  7. სკარლეტსი (უელსი) - 17,8%
  8. მანსტერი (ირლანდია) - 16,5%
  9. პო (საფრანგეთი) - 14,8%
  10. კლერმონი (საფრანგეთი) - 12,2%

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:05 | 24.04.2018
dominici99 (94)

mashin alalia am gundistvis top 14 shi darchena) samwuxarod,mgoni mircxulava tovebs gaisad oyonas

1.841797