ინგლისის ნაკრების მორაგბე ჯეკ რიდი დაშავდა. რაგბი ლიგის ოთხი ერის დაწყებამდე “ბრისბენ ბრონკოსის” ცენტრმა მხარი იღრძო და დამდეგ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია როდემდე გაგრძელდება ტრავმის მოშუშების პერიოდი. “სკაი სპორტის” ცნობით, ჯეკმა ტრავმა “მერლბურნთან” თამაშის დროს მიიღო, როცა პირველი ტაიმი იწურებოდა.
ბრონკოსელთა 26 წლის ვარსკვლავისთვის ამ ტიპის ტრავმა პირველი შემთხვევა არ არის, რადგან მხართან დაკავშირებული პრობლემების გამო 2013 წლის მსოფლიო თასი გამოტოვა.
“სამწუხაროდ უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ჯეკის მხრის პრობლემა აწუხებს, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯეკი განიკურნება და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება” – აღნიშნა “ბრისბენ ბრონკოსის” მწვრთნელმა ენტონი გრიფინმა.
შეგახსენებთ, რომ მორაგბე 2011 წლიდან გამოდის “ბრისბენ ბრონკოსის” მაისურით. ამავე წლიდან იღებს სათავეს ჯეკის გამოსვლა ინგლისელთა მთავარ გუნდში.
დიმა შარიქაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია