ჩემპიონატები

20:00 | 23.04.2018 | ნანახია 1603 - ჯერ

“გლაზგო უორიორსმა” კაპიტანს გაუხანგრძლივა

“გლაზგო უორიორსმა” გუნდის კაპიტანს, რაიან უილსონს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. გლაზგოური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შოტლანდიის ნაკრების მესამეხაზელი პრო 14-ის ფრანჩიზში 2020 წლამდე ითამაშებს.

28 წლის მორაგბე “გლაზგო უორიორსის” ღირსებას 2010 წლიდან იცავს და 138 მატჩში 5 ლელო აქვს გატანილი. მან მიმდინარე პრო 14-ში 7 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ჩემპიონთა თასზე 4-ჯერ ითამაშა.

უილსონი შოტლანდიის ნაკრებში 2013 წელს გამოჩნდა და მას შემდგომ, “ნარშავების” კვართი 37-ჯერ მოირგო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085423