ქართული

14:25 | 23.04.2018 | ნანახია 1770 - ჯერ

"მიდი ლიბრი": მიქაუტაძე ერთ თვეში დაბრუნდება

ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, "მონპელიე" სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად, უახლოეს მდევარ "რასინგთან" 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. მონპელიელები მომდევნო მატჩს თავის "ალტრად სთედიუმზე" პლეი-ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ "პოსთან" გამართავენ და სავარაუდოდ ამ შეხვედრაშივე დაიბევებენ რეგულარულის გამარჯვებულის სტატუსს. გუნდი ამ შეხვედრისთვის მშვიდად ემზადება - სანერვიულო არაფერია და ჩემპიონობისთვის მიმავალ გზაზე საპლეიოფო პლაცდარმი უკვე შექმნილია.

ვერნ კოტერის გუნდს ბევრი ტრავმირებული აკლია: ბენუა პაიოგი, ჟაკ დუ პლესი, ტიმოსი ნაგუსა, იაკუბა კამარა და კონსტანტინე მიქაუტაძე სერიოზულ ტრავმებს იშუშებენ და გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარებიან.

მაგრამ მიქაუტაძის შესახებ პოპულარული ფრანგული "მიდი ლიბრი" წერს, რომ კოტე უკვე დაბრუნდა მონპელიეში კაპბრეტონიდან, სადაც რეაბილიტაციას გადიოდა, და არაა გამორიცხული, 25 ან 26 მაისს, ლიონში გასამართ მეორე ნახევარფინალურ მატჩში, თავის გუნდს დაეხმაროს კიდეც.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:39 | 23.04.2018
თორღვა პანკელი (387)

რა ძლიერი ორგანიზმი აქვთ მორაგბეებს ფეხბურთელებთან შედარებით, ექიმები მოედანზე გასვლისთვის 5-6 თვის პროგნოზს აძლევენ და ესენი 3-4 კვირაში ასწრებენ აღდგენასDDD, მამუკას მგონი ივლისამდე თუ აგვისტომდე ეუბნებოდნენ გამოჯანმრთელებას და უკვე თამაშობს, ღმერთმა სულ ჯანმრთელები გამყოფოდ ბორჯღალოსნებო, რაგბი ჩვენი თამაშია!

16:06 | 23.04.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

0.072234