საერთაშორისო

21:00 | 21.04.2018 | ნანახია 4984 - ჯერ

ოფიციალურად: 6 ერის აღმასრულებელი დირექტორი გადადგა

6 ერის ჩემპიონატის და ბრიტანელი და ირლანდიელის ლომები აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფიანი, დაკავებული თანამდებობებიდან გადადგა.

ირლანდიელმა მაღალჩინოსანმა ზემოხსენებულ პოსტზე 16 წელი გაატარა.

“16 შესანიშნავი წლის შემდეგ, ვგრძნობ, რომ ცვლილებების დროა. მე სრულ სიამოვნებას ვიღებდი თითოეული სამუშაო წუთით და ორივე თანამდებობაზე დიდ როლს ვასრულებდი, თუმცა ახლა სწორი ნაბიჯი ასეთი გადაწყვეტილება გახლდათ, ჩემთვის და სხვა ინტერესებისთვის.

თანამდებობას მშვიდად ვტოვებ, რადგან ვიცი, რომ ორგანიზაცია ბევრად წინაა, ვიდრე აღმასრულებელი დირექტორი გავხდებოდი. მინდა აღვნიშნო, რომ 6 ერს ნათელი მომავალი აქვს და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც ამ დროის განმავლობაში მიმუშავია”, განაცხადა ფიანმა.

შეგახსენებთ, რომ 6 ერის აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ტურნირში საქართველოს დამატების წინააღმდეგი გახლდათ.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:04 | 23.04.2018
პანტელეიმონი (1218)

მომავალს იმედის თვალით ვუყურებ, რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

12:35 | 22.04.2018
BEERTRANCE (1073)

იმედია აზროვნებით "ნამდვილი" რეფორმატორი შეცვლის.

11:42 | 22.04.2018
LApaata (115)

ახალს ახალი ხედვები ექნება, იქნებ რამე შეიცცალოს ევროპულ რაგბში.

21:58 | 21.04.2018
dede (87)

იქნებ ასეთი კონსერვატიული აზროვნების კაცი აღარ მოვიდეს კარგი იქნება

21:29 | 21.04.2018
თორღვა პანკელი (387)

ჩვენთვის თუ შეიცვლება რამე ამ ახვ-ის წათრევის შემდეგ ეგაა საინტერესოა და ახალ დირექტორს რა პოლიტიკა ექნება.

0.082603