ტურნირები

13:03 | 21.04.2018 | ნანახია 1970 - ჯერ

‘ნატოს თასი’ გორში
18-წლამდელთა 7-კაცა ტურნირი

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, 22 აპრილს გორის სარაგბო მოედანზე 18-წლამდე მორაგბეთა გუნდებს შორის ‘ნატოს თასი’ გაიმართება.

ტურნირი ‘ნატოს დღეების’ ფარგლებში იმართება. მისი ორგანიზატორები ‘საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ’ და საქართველოს რაგბის კავშირი არიან.

ნატო მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის და მის ერთ-ერთ მიზანი მსოფლიოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაცაა. საქართველოში ‘ნატოს დღეები’ მე-11-დ ტარდება და ის 16-იდან 30 აპრილამდე გაგრძელდება. სპორტული აქტივობის კუთხით, შარშან ‘ნატოს თასი’ ფეხბურთში ჩატარდა, წელს კი რაგბის ჯერი დადგა.

ინფორმაცია ნატოს შესახებ

ნატოს დღეების ფარგლებში, ‘საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ’ ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის და მისი მიზნების შესახებ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება გორში დაგეგმილი 18-წლამდელთა 7-კაცა ტურნირი, რომელიც 22 აპრილს გაიმართება. მანამდე, 18 აპრილს, ‘საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ’, ‘ნატოს თასში’ მონაწილე აღმოსავლეთ საქართველოს გუნდები, საქართველის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ბათუ ქუთელიას შეხვდნენ.

შეხვედრას 40 ახალგაზრდა მორაგბე და მათი მწვრთნელები დაესწრნენ. ბათუ ქუთელია მათ ნატოს დაარსებისა და სამომავლო მიზნების შესახებ ესაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დამსწრეებმა მათთვის საინატერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

‘ნატოს თასისთვის’

ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს და ისინი ორ ჯგუფში არიან განაწილებული. „ა“ ჯგუფში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, თბილისის ‘ლელო’ და ქუთაისის ‘აია’ მოხვდნენ, ხოლო „ბ“ ჯგუფში საქართველოს რაგბის როვნული აკადემიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფილიალის გუნდები, ასევე ‘ხვამლი’ ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპის თამაშები 13 საათზე დაიწყება და პირველ ადგილზე გასული გუნდები თასისათვის ფინალში ითამაშებენ, მეორეადგილოსნები მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ, გათამაშდება მე-5 ადგილიც, ანუ თითოეულ გუნდს 3-3 თამაშის ჩატარება მოუწევს. ფინალური ბლოკი 16 საათიდან დაიწყება და ტურნირის გამარჯვებულის გარდა დაჯილდოვდებიან ინდივიდუალურად გამორჩული მორაგბეებიც.

„ა“ ჯგუფი

U18 - აია (13:00)

ლელო - აია (13:40)

U18 - ლელო (14:20)

„ბ“ ჯგუფი

აღმოსავლეთის აკადემია - ხვამლი (13:20)

დასავლეთის აკადემია - ხვამლი (14:00)

აღმოსავლეთის აკადემია - დასავლეთის აკადემია (14:40)

საქართველოს რაგბის კავშირი

ფინალები (16:00-იდან)


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:03 | 21.04.2018
პანტელეიმონი (1218)

ღმერთმა დაგვადებინოს ლელო NATO -სთან ერთად ! ! !

0.117028