მიმდინარე კვირას "კლერმონის" მორაგბეები ისვენებენ. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის ბოლო ფინალისტი უმიზნოდ და უმოტივაციოდ დარჩა და ამიტომაცაა, რომ გუნდი ერთკვირიან შვებულებაში გავიდა - ტოპ 14-ში მომდევნო ტური 28 აპრილსაა და კლერმონელები წვრთნასა და "აჟენთან" მომავალი მატჩისთვის მზადებას მხოლოდ ორშაბათს შეუდგებიან.
გასულ ტურში კი კლერმონელებმა კბილები გამოაჩინეს და "ბორდო" 33:3 გაანადგურეს. იმ მატჩში "კლერმონის" სასტარტო შემადგენლობაში დავით ზირაქაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი იყვნენ. ზირაქამ 57 წუთი ჩვეულ დონეზე ითამაშა და ვიტოც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა ზურგი იტკინა და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
საბედნიეროდ, კოლელიშვილი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. "საგანგაშო არაფერია. უბრალოდ, ზურგის კუნთები მსუბუქად დაეჭიმა და ახლა ყველაფერი რიგზეა", - განაცხადა "კლერმონის" შერკინების მწვრთნელმა ბერნარ გუტამ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯანმრთელობა არ მოგაკლოს ღმერთმა ვიტო ! ! !
DDვიტოს რა წააქცევს ლომია ფაფარაშლილი!