ქართული

16:12 | 19.04.2018 | ნანახია 1492 - ჯერ

სამხრეთ აფრიკა 10 ცვლილებით დაგვხვდება

სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩინ რუმ, საქართველოსთან გასამართი მეორე ამხანაგური მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის 10 მოთამაშე შეცვალა.

მწვრთნელის სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ნახოს საქმეში, რათა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუკეთესო 28 შეირჩეს.

საქართველოს წინააღმდეგ თამაშს იწყებს ფულბეკი მიულერ დუ პლესი, რომელსაც ამ სეზონში სამხრეთ აფრიკის 7-კაცა ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

„ეს ჩვენი მეორე თამაშია. გვსურს, რომ შანსი შეკრებაზე მყოფ ყველა მოთამაშეს მივცეთ, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუკეთესო შემადგენლობა შევკრიბოთ“, - ამბობს რუ.

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელებმა პირველი შეხვედრა 55:14 მოიგეს, მთავარი მწვრთნელი საქართველოსგან მეორე მატჩშიც დიდ წინააღმდეგობას ელოდება:

„ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, საქართველოსგან ახლაც სერიოზულ პრობლემებს ველით. მეტოქეს ძალიან კარგი, შეკრული გუნდი ჰყავს, რომელიც შესანიშნავად იყენებს ფორვარდებს უპირატესობის მოსაპოვებლად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

რაც შეგვეხება ჩვენ, ვეცდებით, ვითამაშოთ მაღალ ტემპში და ბურთს უფრო მეტად გავუფრთხილდეთ, რადგან გასულ კვირაში მის დამუშავებაში პრობლემები გვქონდა. გარდა ამისა, დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ერთი-ორჯერ შერკინებაში წნეხის ქვეშ მოვექეცით. ახლა ჩვენ ესეც უნდა გამოვასწოროთ“.

სამხრეთ აფრიკა: 15. მიულერ დუ პლესი (შარქსი), 14. დევიდ კრილი (ვესტერნ პროვინსი), 13. მანუელ რასი (გოლდენ ლაიონსი), 12. ლაილ ჰენდრიქსი (ვესტერნ პროვინსი), 11. სილე ნიეზულა (ვესტერნ პროვინსი), 10. ჯანი ლომბარდი (გოლდენ ლაიონსი), 9. ჯეკ ჰარტი (გოლდენ ლაიონსი), 8. მიულერ ეისი (ვესტერნ პროვინსი), 7. რინო პიტერსი (ბლუ ბულზი), 6. ჯეისი პრეტორიუსი (ბლუ ბულზი), 5. ბენ-ჯეისონ დიქსონი (ვესტერნ პროვინსი), 4. რუან ნორტიე (ბლუ ბულზი), 3. საზი სანდი (კაპ. ვესტერნ პროვინსი), 2. პიჯეი ბოთა (გოლდენ ლაიონსი), 1. ტიან ვან დერ მერვე (გოლდენ ლაიონსი).

მარქაფა: 16. სხალკ ერასმუსი (ვესტერნ პროვინსი), 17. ალულუტო ჩაკვენი (ისტერნ პროვინსი), 18. ასენათი ნტლაბაკანიე (გოლდენ ლაიონსი), 19. პიჯეი სტენკამპი (გოლდენ ლაიონსი), 20. ფენდულანი ბუთელეზი (შარქსი), 21. ზაკ ბურგერი (შარქსი), 22. რიკუს პრეტორიუსი (ვესტერნ პროვინსი), 23. ვანდისილე სიმელანე (გოლდენ ლაიონსი)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:11 | 19.04.2018
temuchin (431)

მე წინა თამაშის შედეგზე დიდად არ ვნერვიულობ, ერთი რომ ახალი ჩასულები ვიყავით მეორე რომ პირველი ტამაში მაინც პირველია თან მისსავე მოედანზე ასეთი დონის გუნდთან რომლის 4-5 მოთამაშე სუპერ რაგბის ფრანჩიზში თამაშობს და რაც მთავარია ფიზიკურ ჯახში ჩვენთან შედარებით ნაადრევად ჩამოყალიბებული აფრიკელების ფაქტორმაც ბევრი რამ განაპირობა. პირველი ორი ფაქტორი მეორე თამაშში ასე თუ ისე გამოსწორებული იქნება ნაწილობრივ მაინც, რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ ბიჭებს უკვე უწინდელივით აღარ გაუძნელდებათ მსგავსი კლასის გუნდებთან თამაში სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე.

16:39 | 19.04.2018
თორღვა პანკელი (387)

ცოტა არ იყოს და მწარედ კი იკბინება ის ანგარიში რომლითაც წინა შეხვედრა წავაგეთ მაგრამ, ეს გუნდი არამარტო ერთერთი ლიდერია არამედ ერთერთი მთავარი ლიდერი ახალზელანდიასთან ერთად, თან სრული შემადგენლობით შეგვასკდნენ რაც ძალიან კარგია და სწორედ ამათთან თამაში შესძენს ბიჭებს კოლოსალურ გამოცდილებას. სამხ.აფრიკასთან ეს თამაშები აუცილებლად გამოიღებს შედეგს მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ასეთ გუნდებთან სპარინგობ მერე გაცილებით გიადვილდება საფრანგეთთან ან ირლანდიასთან თამაში, მოკლედ დარწმუნებული ვარ ბიჭები სენსაციებსა შემოგვთავაზებენ და სასიამოვნო სიურპრიზებსაც რაც არაერთხელ გაუკეთებიათ, წარმატებები ჩვენს ჭაბუკ ლომებს, რაგბი ჩვენი თამაშია!

0.082089