ჩემპიონატები

20:45 | 18.04.2018 | ნანახია 2011 - ჯერ

ხატიაშვილი და ბრეგვაძე ახალზელანდიური ტურისთვის ემზადებიან

იაპონური “სანვულვზი” ახალზელანდიური ტურისთვის ემზადება. სუპერ რაგბის აუტსაიდერი ორ უახლოეს შეხვედრას, გასული ორი სეზონის გამარჯვებულების წინააღმდეგ ჩაატარებს: 21 აპრილს კრაისტჩერჩში “კრუსეიდერს” ესტუმრება, ხოლო 27-ში ოკლენდში “ჰარიკეინსთან” მოსინჯავს ძალებს.

“მზის მგლებმა” ახალ ზელანდიაში 29 მოთამაშე იახლეს: 17 მორკინალი და 12 უკანახაზელი. იაპონური ფრანჩიზის გაფართოებულ განაცხადშია ორივე ქართველი, ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი და კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე.

შეგახსენებთ, რომ ხატიაშვილი “სანვულვზს” 26 მარტს შეუერთდა და 7 აპრილს, “ვორათასთან” წაგებული (29:50) შეხვედრის 75-ე წუთზე ჰქონდა დებიუტი, ხოლო გასულ ტურში ბოლომდე მარქაფაში დარჩა. ბრეგვაძემ პირველი ტურში ითამაშა, თუმცა ტრავმა მიიღო და დაბრუნება იმავე “ვორათასთან” მატჩში მოახერხა, ხოლო გასულ ტურში “ბლუზის” წინააღმდეგ, მინდორზე დასკვნითი ნახევარი საათი დაჰყო.

“სანვულვზს” 7 თამაშის შემდგომ, ამდენივე წაგება აქვს და 2 ქულით ბოლო ადგილზეა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:07 | 20.04.2018
ilarioni (138)

უკაცრავად: ბრეგვაძე

10:07 | 20.04.2018
ilarioni (138)

ბრეგაძე კრუსეიდერსთან ძირითადშია საერთოდ, რაის გაფართოებული. პლანეტ რაგბიზე დევს ეგ ინფორმაცია

02:12 | 22.04.2018
ika (35)

ჩვენ უფრო ადრე დავდეთ ეს ინფო მეგობარო

20:24 | 19.04.2018
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ჯაბა და ნიკა ! ! !

00:05 | 19.04.2018
თორღვა პანკელი (387)

DDDDDD ბრეგვაძე რა კაცია მეხუთე სურათში.

0.190534