უცხოური

21:25 | 17.04.2018 | ნანახია 4304 - ჯერ

ესპანელებს სასჯელები ჩამოურიგეს

„რაგბი ევროპის“ სამსაჯო კომიტეტმა ესპანეთის ნაკრების ხუთ მორაგბეს მკაცრი სასჯელი გამოუტანა.

კომიტეტმა განიხილა 18 მარტს, ბელგიასა და ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც მოთმაშეებმა რუმინელ მსაჯზე, ვლად იორდეკესკუზე გაიწიეს და:

გიომ რუე მსაჯის ფიზიკური და სიტყვიერი შურაცხყოფისთვის 36 კვირით დასაჯეს;

ანალოგიური დანაშულისთვის სებასტიენ რუეს 43-კვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს;

პიერ ბარტერს, ლიუკა გიომს და მატიე ბელის მუქარის გამო 14-14 კვირით მოუწევთ უქმობა.

სანქცია ვრცელდება როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე. მოთამაშეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება უახლოესი 7 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

გარდა ამისა, „რაგბი ევროპა“ განიხილავს ესპანეთის რაგბის კავშირის საკითხს.

პარალელურად, „მსოფლიო რაგბმა“ ბელგია-ესპანეთის მატჩის შედეგი საეჭვოდ მიიჩნია, რაც მსაჯის არაობიექტური გადაწყვეტილებებით იყო განპირობებული, და შეხვედრის გადათამაშების რკომენდაცია გასცა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073028