ამბები

10:43 | 8.09.2014 | ნანახია 2600 - ჯერ

დაუმარცხებელი მხოლოდ “ყოჩებია”

საქართველოს მორაგბეთა XXV ჩემპიონატი ევროთასების მატჩებით გამოწვეულ ერთთვიან შესვენებაზე გავიდა. IV ტურში სამი დაუმარცხებელი გუნდიდან წარმატებული სერია მხოლოდ ერთმა შეინარჩუნა და მდევრებთან 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

პირველ სათამაშო დღეს ორივე შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა “ლელო სარასენსმა” “არმაზის” წინააღმდეგობა ვერ დაძლია და 8:20 დამარცხდა, ხოლო “ხარებს” რუსთავში “ბათუმმა” 18:15 აჯობა. ამან “ყოჩებს” გარკვეული უპირატესობა მიანიჭა და ისინიც ბოლნისის სტადიონზე მაქსიმალურად მობილიზებული გავიდნენ. უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა “თიბიეს უნივერსიტეტმა” თავი ბრძოლისუნარიანობით დაგვამახსოვრა და ახლაც ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ობიექტურად ძლიერ მეტოქესთან ვერაფერს გახდა და 13:36 დამარცხდა.

მატჩის დებიუტი ფრთხილი იყო და თემურ სოხაძემ შანსი რომ მიიღო, ჯარიმით ანგარიში გახსნა, მაგრამ ორიოდე წუთში გოდერძი ჯოგლიძემ ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა. მე-13 წუთზე პირველი ლელო გავიდა და ის კონტრშეტევას მოყვა. ფეხით გადაკიდებული ბურთი შავლეგ მახარაშვილის ნადავლი გახდა და კარგად იარა, სოხაძემ და ირაკლი გეგენავამ კარგად იარეს და მეტოქის 22-ში შევიდნენ, მერე იერიში მარცხენა ფლანგზე გაიშალა, სადაც “ყოჩებმა” მეტობა გაითამაშა და დავით ხიდეშელმა ლელო გაიტანა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით 2 ქულა მიითვალა. სამიოდე წუთში “ყოჩები” დაჯარიმდა და ჯოგლიძემ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა.

“თიბიესმა” მეტოქის ნახევარზე მესამე გადასვლით ისევ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ ამჯერად ჯოგლიძის დარტყმული ძელმა აისხლიტა. მერე “ყოჩებმა” ძალის უპირატესობის გამოყენება სცადა და 5-მეტრა დერეფნიდან მოლით შეუტია, მაგრამ ლელომდე ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, მათ მეტოქეს შერკინებაში აჯობეს და თავად მოიპოვეს ბურთის შეგდების უფლება. პირველ სამ ჯერზე მათ მოწინააღმდეგე დაჩაგრეს და მსაჯს ტექნიკური ლელოს ჩათვლაც შეეძლო. რადგან ასე არ მოხდა, მეოთხე ჯერზე მასპინძლებმა ბოლომდე მოინდომეს და ჯაბა კიკვიძემ ლელო მიითვალა, სოხაძის გარდასახვა კი, ძელმა აისხლიტა. ზედ შესვენების წინ “ყოჩებმა” ჯარიმით ნაღდი 3 ქულის აღებას კვლავ ლელოზე თამაში არჩია, დერეფნის მოგების შემდეგ კიკვიძემ დაკრა, მერე იერიში გაიშალა და ალექსი ხუციშვილმა ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 22:6.

მეორე ტაიმი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და 48-ე წუთზე კარგადდაყენებულ მოლს თორნიკე გოგლიძე დროულად მოწყდა. ლელოს ჯოგლიძემ ზუსტი გარდასახვა დაურთო და სხვაობა შემცირა, თანაც ბოლნისელები პრემიალური ქულის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი მონდომება დიდი იყო, თამაში აირია, თუმცა შეცდომების სერიით სწორედ მასპინძლებმა იხეირეს და მიხეილ არჩუაშვილმა ლელო მიითვალა. მალე 5-მეტრა შერკინებიდან “ყოჩებმა” კარგი კომბინაცია გაითამაშა და გიორგი ხარშილაძემ მასპინძელთა მეხუთე ლელო გაიტანა. სოხაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა, ბოლნისელებმა 36:13 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და ერთთვიან შესვენებაზე გულდამშვიდებული გავიდნენ.

ტურის კიდევ ორი მატჩიდან ერთ-ერთში, “ჯიქები””არმიასთან” პირველი ტაიმის შემდეგ 10:3 დაწინაურდა, მაგრამ 58-ე წუთისთვის მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩა. 63-ე წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით “ჯიქები” 13:12 დააწინაურა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ჯარიმებმა გადაწყვიტა მატჩის ბედი ქუთაისშიც, სადაც “აია” “ლოკომოტივს” მასპინძლობდა. ბექა წიკლაურის სამ დარტყმას რეზი ჯინჭველაშვილმა ორით უპასუხა, 57-ე წუთის შემდეგ ანგარიში აღარშეცვლილა და თბილისელებმა ქუთაისიდან 4 ქულის წამოღება შეძლეს, მასპინძლებს კი, სანუგეშოდ 1 დაუტოვეს.

ახალა საქართველოს ჩემპიონატის 38 რჩეული მორაგბე შეკრებაზე გადადის (8 სექტემბრიდან). 13 სექტემბერს “თბილისის კავკასიელები” რომელიმე ქართულ კლუბთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც ის 26 მორაგბე შეირჩევა, რომლებიც იტალიაში გაემგზავრებიან და 20 სექტემბერს “როვიგოსთან” “ჩელენჯ ქაფის” შესარჩევი პლეი ოფის პირველ თამაშს გამართავენ. განმეორებითი მატჩი 27 სექტემბერს თბილისშია და იმედია, ამის შემდეგ ქართული რაგბის გულშემატკივარს ევროთასების კიდევ 6 შეხვედრის ყურების შანსი გაუჩნდება.   

 

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

IV ტური

6 სექტემბერი

თბილისი. “შევარდენი”. 700 მაყურებელი

არმაზი (თბილისი) - ლელო სარასენსი (თბილისი) 20:8 (17:3)

არმაზი: 15. ნიკოლავა, 14. გიორგაძე, 13. მაჩხანელი, 12. ლიპარტელიანი (ჩხაიძე 80+4), 11. კაიფაჯიანი, 10. ბროძელი, 9. ლობჟანიძე (გიგაური 80+2); 1. ჩომახაშვილი, 2. სოსელია, 3. ბუკია (მარგველანი 62), 4. ჭელიძე (ცხადაძე 75), 5. კანდელაკი, 6. ბარბაქაძე, 7. მინაშვილი, 8. ამირანაშვილი.

2 ლელო: სოსელია, მინაშვილი

2 გარდასახვა: ნიკოლავა

2 ჯარიმა: ნიკოლავა

1 სინბინი: სოსელია (44)

ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. თოდუა, 13. კოპაძე (ნიჟარაძე 62), 12. ცერცვაძე (ხეცურიანი 53), 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. მინდიაშვილი; 1. სანიკიძე (მამისაშვილი 56), 2. ლომთაძე (ჯულაყიძე 80), 3. მელიქიძე (მჭედლიძე 50), 4. ნიკოლაიშვილი (ხორბალაძე 58), 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი, 7. სურგულაძე (კერვალიშვილი 65), 8. მაისურაძე.

1 ლელო: ყიასაშვილი

1 ჯარიმა: ყიასაშვილი

1 სინბინი: ცერცვაძე (35)

რეფერი: გვირჯიშვილი

კიდეებზე: თევზაძე, პოღოსიანი

 

რუსთავი. ახალი. 1000 მაყურებელი

ხარები (რუსთავი) - ბათუმი (ბათუმი) 15:18 (3:9)

ხარები: 15. თეგეთაშვილი, 14. ბ. ბებიაშვილი, 13. ბერძული (გულიტაშვილი 40+1), 12. ნათელაშვილი, 11. გ. ბებიაშვილი, 10. ბასილაია, 9. ხუციშვილი; 1. მაჭარაშვილი (ესართია 60), 2. აღაშვილი (თაგაური 65), 3. წიკლაური (მელიქიძე 77), 4. ხელია, 5. ჯიმშიტაშვილი (ქარუხნიშვილი 60), 6. ცხადაძე, 7. ღამბარაშვილი (ქვლივიძე 78), 8. მღებრიშვილი.

2 ლელო: გულიტაშვილი, საჯარიმო

1 გარდასახვა: ხუციშვილი

1 ჯარიმა: ხუციშვილი

1 სინბინი: ხელია (40+3)

1 გაძევება: ესართია (80+10)

ბათუმი: 15. კობახიძე, 14. ნინიძე, 13. გაგოშვილი, 12. გ. თუთბერიძე, 11. კვერნაძე, 10. ჯიმშელაძე, 9. ზაბახიძე (ზ. თუთბერიძე); 1. ხოჭოლავა (დავითაძე 53), 2. ცხოვრებაშვილი (დუმბაძე 80+4), 3. გიგაშვილი, 4. ალიქაძე, 5. ხელაძე (გუგუშვილი 67), 6. თხილაიშვილი, 7. კორტავა (ცირეკიძე 53, კელენჯერიძე 59), 8. თხელიძე.

5 ჯარიმა: კობახიძე

1 არეკნი: კობახიძე

1 გაძევება: დავითაძე (55)

რეფერი: ტრაპაიძე

კიდეებზე: აბულაშვილი, ჩიხლაძე

 

7 სექტემბერი

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 150 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) 36:13 (22:6)

ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი (ხარშილაძე 63), 13. ხუციშვილი (მელაძე 70), 12. გარუჩავა, 11. გეგენავა, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 32), 2. ხიდეშელი (სვანიძე 69), 3. შენგელია (ხოსიტაშვილი 49), 4. არჩუაშვილი, 5. გრძელიშვილი (ურუშაძე 55), 6. გუგეშაშვილი (აფციაური 51), 7. ტყეშელიაძე (მაისურაძე 69), 8. კიკვიძე.

5 ლელო: ხიდეშელი, კიკვიძე, ხუციშვილი, არჩუაშვილი, ხარშილაძე

4 გარდასახვა: სოხაძე

1 ჯარიმა: სოხაძე

თიბიეს უნივერსიტეტი: 15. ლაზარიშვილი, 14. ჩაჩავა, 13. მჭედლიშვილი (ქუთათელაძე 73), 12. მოლოდინაშვილი (ჟვანია 47), 11. ჯოგლიძე (ჯინაშვილი 80+), 10. ღამბაშიძე, 9. ნასრულაევი (საბანაშვილი 66); 1. გაგნიძე (ორაგველიძე 42), 2. თედორაძე (სუთიძე 78), 3. ფსუტური (ხაბაშვილი 24), 4. მახარაძე, 5. ნიშნიანიძე (ელბაქიძე 80), 6. ნიბლაძე, 7. გოგლიძე, 8. არველაძე.

1 ლელო: გოგლიძე

1 გარდასახვა: ჯოგლიძე

2 ჯარიმა: ჯოგლიძე

რეფერი: თევზაძე

კიდეებზე: ტრაპაიძე, მასხარაშვილი

 

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი

ჯიქები (თბილისი) - არმია (თბილისი) 13:12 (10:3)

ჯიქები: 15. სვანიძე, 14. ხარაზიშვილი, 13. ხუციშვილი, 12. ჯინჯიხაძე (ბიწაძე 64), 11. დევსურაშვილი (კიკნაძე 74). 10. ნინიძე, 9. ჭინჭარაული; 1. კვერნაძე (ქარჩავა 53), 2. მამრიკიშვილი (ოქრიაშვილი 58), 3. კაიკაციშვილი (ოქრომელიძე 68), 4. გოგოლიძე, 5. მჭედლიშვილი (ტუჩაშვილი 73), 6. შენგელია, 7. შუბითიძე (პაპავაძე 59), 8. სუხაშვილი.

1 ლელო: მამრიკიშვილი

1 გარდასახვა: ხარაზიშვილი

2 ჯარიმა: ხარაზიშვილი

არმია: 15. ნუცუბიძე (ნოზაძე 74), 14. კალმახელიძე, 13. კუპრეიშვილი (ი. ჩხიკვაძე 50), 12. ბაირამაშვილი, 11. ჯიმუხაძე, 10. ელიზბარაშვილი, 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი 68); 1. კაკოვინი (ქორიძე 55), 2. მეკოკიშვილი, 3. გურგენაძე (ტ. ჩხიკვაძე 55), 4. სურგულაძე, 5. ჯინჭარაძე (უჩავა 64), 6. დარასელია (დაუშვილი 54), 7. თავართქილაძე, 8. სულუაშვილი. 4 ჯარიმა: ნუცუბიძე

რეფერი: ჩიხლაძე

კიდეებზე: ჭიქაბერიძე, გვირჯიშვილი

 

ქუთაისი. “აია”. 2000 მაყურებელი

აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 6:9 (3:6)

აია: 15. აფციაური (ბაბუნაშვილი 72), 14. კიკვაძე, 13. ფრუიძე, 12. ირემაძე, 11. შაშიაშვილი, 10. ჯინჭველაშვილი, 9. თუთბერიძე (გ. ლოსაბერიძე 59); 1. რატიაშვილი (მატარაძე 75), 2. მატკავა (გ. ტორაძე’უმც 69), 3. გ. ტორაძე’უფრ (ლომსიანიძე 65), 4. გიორგაძე, 5. შალამბერიძე, 6. ხანთაძე (ჩიტეიშვილი 69), 7. დანგაძე, 8. ყურაშვილი.

2 ჯარიმა: ჯინჭველაშვილი

1 სინბინი: მატკავა (17)

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. თ. ჩიტიძე, 13. ძნელაძე, 12. კავთიძე, 11. შკინინი, 10. ჭინჭარაული, 9. კალანდაძე; 1. კაკაბაძე (ბეჟიაშვილი 43), 2. ზარიძე (გენებაშვილი 43), 3. ბალიაშვილი (ზარიძე 53), 4. დ. ჩიტიძე (გეგია 65), 5. ტალახაძე, 6. ფ. გასვიანი, 7. ბერიშვილი, 8. ბ. ბიწაძე.

3 ჯარიმა: წიკლაური

1 სინბინი: დ. ჩიტიძე (17)

რეფერი: ამაშუკელი

კიდეებზე: მოგელაშვილი, ლემონჯავა

 

1      ყოჩები                                                                       4         4         0         0         99-43         17       
2 ხარები        4 2 1 1 107-65 12
3 ლელო სარ.   4 2 1 1 74-61 10
4 ლოკომოტივი         3 2 0 1 47-35 9
5 ჯიქები         4 2 0 2 34-49 9
6 არმია          4 2 0 2 52-81 9
7 ბათუმი        4 2 0 2 56-69 8
8 აია          4 1 0 3 61-80 6
9 არმაზი       3 1 0 2 45-47 5
10 თიბიეს უნივ.  4 0 0 4 64-109 2

 

მომდევნო ტური. 4-5 ოქტომბერი

თიბიეს უნივერსიტეტი - ხარები, ლოკომოტივი - ყოჩები, არმია - აია, ლელო სარასენსი - ჯიქები, ბათუმი - არმაზი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.17041