უცხოური

12:36 | 16.04.2018 | ნანახია 1623 - ჯერ

45 ფრანგი ზელანდიური ტესტებისთვის

ზაფხული ახლოვდება და სარაგბო სამყარო თანდათან ამ პერიოდის მთავარი მოვლენისთვის მზადებას იწყებს. საფრანგეთის ნაკრებს წლეულს გამორჩეული ზაფხული ექნება: ივნისის ტესტებზე „ლე ბლე“ სამივე მატჩს მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან გამართავს - ოკლენდში, ველინგტონსა და დანიდინში. ეს სერია დიდ ინტერესს იწვევს რაგბის მოყვარულებში და ფრანგთა დამრიგებლის მიერ გამოქვეყნებული 45-კაციანი სია ამ კუთხით ასევე არ იქნება უინტერესო. ეს ის მოთამაშეები არიან, რომელთაგან ჟაკ ბრიუნელი ჩამოაყალიბებს ზელანდიაში წამსვლელთა შემადგენლობას.

ამ სიაში ახალგაზრდებიც არიან და დამსახურებული ვეტერანებიც. მაგალითად, მორგან პარა და კამილ ლოპეზი კვლავ ნაკრების კანდიდატთა შორის მოხვდნენ. ბრიუნელმა ედინბურგის ინციდენტის გამო გუნდს ჩამოშორებული ხუთეულიც დააბრუნა - ტედი ტომა, რემი ლამერა, ლუი პიკამოლი, ანტონი ბეიო და არტურ იტურია. არიან მორაგბეებიც, ვინც ბრიუნელის ეპოქაში კანდიდატებად არასდროს განიხილებოდნენ - იოან მაესტრი, მაქსიმ მედარი, ჟიულ პლისონი და ჯიბრილ კამარა. 7-9 მაისს ეს 45-ეული მარკუსიში მოკლე შეკრებას გაივლის და ახალ ზელანდიაში წამსვლელთა რაზმის უფრო მკვეთრი კონკტურები სწორედ იმ დღეებში გამოჩნდება. აქვე ბრიუნელის რჩეულების სრული სიაც:

ბურჯები: ედი ბენ არუსი, სედატე გომეს სა (ორივე - რასინგი), ჟეფერსონ პუარო (ბორდო), რაბა სლიმანი (კლერმონი), დანი პრიზო, უინი ატონიო (ორივე - ლა როშელი);

კვაჭები: კამილ შა (რასინგი), გილემ გირადო (ტულონი), ადრიენ პელისიე (ბორდო);

მეორე ხაზი: პოლ გაბრიაგი (სტად ფრანსე), არტურ იტურია, სებასტიენ ვააამაინა (ორივე - კლერმონი), ფელიქს ლამბეი (ლიონი), იოან მაესტრი (ტულუზი);

მესამე ხაზი: მატიე ბაბიიო (კასტრი), ვენსესლას ლორე, ბერნარ ლე რუ (ორივე - რასინგი), კევინ გურდონი (ლა როშელი), კელიან გალეტიე, ლუი პიკამოლი (ორივე - მონპელიე);

შერკინების ნახევარმცველები: ბატისტ კუიუ (ლიონი), მაქსიმ მაშნო (რასინგი), ბატისტ სერენი (ბორდო), მორგან პარა (კლერმონი);

მგეზავები: ლიონელ ბოქსისი (ლიონი), ფრანსუა ტრენ-დუკი, ანტონი ბეიო (ორივე - ტულონი), კამილ ლოპესი (კლერმონი), ჟიულ პლისონი (სტად ფრანსე);

შუამარბები: მატიე ბასტარო (ტულონი), ანრი შავანსი (რასინგი), ჟოფრეი დუმეირუ (ლა როშელი), გაელ ფიკუ (ტულუზი), ვესლი ფოფანა, რემი ლამერა, დამიან პენო (ყველა - კლერმონი);

გარემარბები: ბენჟამენ ფალი (მონპელიე), რემი გროსო (კლერმონი), იოან იუჟი (ტულუზი), ვირიმი ვაკატავა (რასინგი), ჯიბრილ კამარა (სტად ფრანსე), ფაბიენ სანკონი (ბრივი);

ფულბეკები: იუგო ბონევალი (ტულონი), მაქსიმ მედარი (ტულუზი), ტედი ტომა (რასინგი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.066664