ტესტ-მატჩები

15:42 | 13.04.2018 | ნანახია 2370 - ჯერ

„ფრანგი ბარბაროსები“ პრო დ2-ის ნაკრებით მოდის

საფრანგეთის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 31 მაისს თბილისში საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ „ფრანგი ბარბაროსები“ პრო დ2-ის ნაკრებით ჩამოდიან. უფრო მეტიც, ფრანგებმა ჩვენთან სათამაშოდ აქცენტი მეორე დივიზიონის პერსპექტიულ მოთამაშეებზე გააკეთეს და გუნდსაც „ბეიბი ბარბარიანსად“ მოიხსენიებენ:

„ფრანგი ბარბაროსები“ ჩვენი ქვეყნის რაგბის განუყოფელი ნაწილია. „ბეიბი ბარბარიანსი“ პრო დ2-ის ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდებით იქნება დაკომპლექტებული. კულტურული მემკვიდრეობა „ბარბაროსების“ მთავარი შემადგენელი ნაწილია. ესენი არიან ახალგაზრდა შემსრულებლები, რომელთაგან რამდენიმე ერთ დროს „ლე ბლეში“ მოხვდება“, - განაცხადა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა.

ფრანგებმა უკვე გამოაქვეყნეს 23-კაციანი შემადგენლობა, რომელიც საქართველოში ჩამოვა:

პირველი ხაზი: მალინო ვანაი (მონტობანი), რაფაელ კარბუ, ენცო ფორლეტა (ორივე - პერპინიანი), კრისტოფ დავიდი, ვალტერ დემეზონი (ორივე - მონ-დე-მარსანი), ბლეზ დიუმა (ვანი);

მეორე ხაზი: მაქსიმ გრანუიე (ორიაკი), ჟან-ბატისტ სენჟერი (ბიარიცი), ჰანს ნკინსი (გრენობლი);

მესამე ხაზი: ალან ბრაზო (პერპინიანი), ნიკოლა გარო (მონ-დე-მარსანი), იუგო ფაბრეგი (ნევერი), ალბან პლასენე (ბიარიცი);

ნახევარდაცვა: ჟულიენ ბლანი (ბეზიე), მაქსიმ ლუკუ (ბიარიცი), ჟერომ ბოსვიელი (მონტობანი);

უკანა ხაზი: მაქსიმ მატი (მონტობანი), დორიან ლაბორდი, იოან ლაუს აზპიაზუ (ორივე - მონ-დე-მარსანი), კილან ჰამდაუი (ბიარიცი), ოლივიე კლემენჩაკი (დაქსი), მარტენ ლავო, რეიო მუსკარდიცი (ორივე - ბაიონი).

მწვრთნელები: დავიდ ორადუ და კრისტოფ ლოსიუკი (ორივე მონ-დე-მარსანი)


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:10 | 13.04.2018
test (124)

ეგ არაფერს ცვლის, ნეტა პრო დე2 დონის ჩემპიონატი გვქონდეს ეხლა ამ ეტაპზე..

20:51 | 13.04.2018
GiorgiG83 (525)

ამ ეტაპზე?
და ოდესმე მაინც რომ იყოს მაგდონის არ იქნები თანახმა?

17:20 | 13.04.2018
GiorgiG83 (525)

და ვინმემ იკითხა თუ რა სურს სამწვრთნელო შტაბს ზაფზულის ტურნეს წინს ამ ტურნესთვის გასახურებლად და შესატამაშებლად?
იქნებ მათ ურჩევნიათ კიდეც "სატესტოდ" მსგავსი ფორმაციის გუნდთან გაახურონ ნაკრები რადგან წინ ტონგა, ფიჯი და იაპონიაა

17:27 | 13.04.2018
geogoli (367)

ისეთი ზარზეიმით დაგვიანონსეს მათი ჩამოსვლა რომ აშკარად უკეთეს გუნდს ელოდა რაგბის კავშირი

16:41 | 13.04.2018
temuchin (431)

როგორც რაგბის გულშემატკივარს არ მიყვარს ბილწსიტყვაობა მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული ვითომ ბარბაროსები ჩახდილები უნდა გაბრუნდნენ უკან საფრანგეთში! სხვაგვარად ჩვენს დაფასებას ეგენი ვერ ისწავლიან.

16:16 | 13.04.2018
geogoli (367)

თუ მოდიოდნენ ბარემ ნორმალური გუნდით ჩამოსულიყვნენ, ეგ მე მგონი ჩვენი დაუფასებლობაა

16:34 | 13.04.2018
ICEMAN (162)

ხოდა ისე უნდა ამოვტენოთ დიდი ხნით რომ არ დაავიწყდეთ

16:03 | 13.04.2018
LApaata (115)

მაგ ბეიბი ბიჭუნების მეტი ვერ გაიმეტეს ჩვენთვის?

0.083642