ამბები

18:52 | 8.09.2014 | ნანახია 3928 - ჯერ

კავკასიელები შეიკრიბნენ

თბილისის კავკასიელებმა ორმატჩიანი საკვალიფიკაციო რაუნდისათვის მზადება დღეს, 8 სექტემბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაიწყეს. ლევან მაისაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 30 მორაგბეს მოუყარა თავი.

თბილისის კავკასიელები ჩელენჯ კაპზე მოსახვედრად იტალიურ როვიგოს 20 და 27 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჩელენჯ კაპის გათამაშების I ჯგუფში კარდიფ ბლუზთან, ლონდონ აირიშთან და გრენობლთან მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის კავკასიელები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბების ნაკრებია, რომელიც ამ ტურნირში მონაწილეობისათვის შეიქმნა.

ლევან მაისაშვილი, თბილისის კავკასიელების მთავარი მწვრთნელი: „გუნდი დღეს შევიდა შეკრებაზე. ჯერ 30 მოთამაშეს მოვუყარეთ თავი. მეტის შეკრება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ რამდენიმემ უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში ტრავმები მიიღო და გუნდს ვერ დაეხმარება. საუბარია გიორგი ტორაძეზე და გელა შალამბერიძეზე. ამასთან ერთად პრობლემურია პირველი ხაზის მოთამაშეების შერჩევა.

„გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფებიან გიორგი შკინინი და ბექა წიკლაური, რომლებიც 13 და 14 სექტებერს გრან-პრის მანჩესტერის ეტაპზე 7-კაცას დაეხმარებიან და ორშაბათიდან დაგვიბრუნდებიან.

„დღეს საღამოს გავმართავთ პირველ ვარჯიშს და უფრო კონკრეტულად გვეცოდინება, რაზე უნდა ვიმუშაოთ როვიგოს მატჩისათვის. გამგზავრებამდე ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე მოთამაშის დამატებას შევძლებთ.“

 

საშეკრებო რაზმი

სახელი

გვარი

კლუბი

1

ბაჩანა

გოგიშვილი

ყოჩები

2

გიორგი

სანიკიძე

ლელო სარასენს

3

ბადრი

ალხაზაშვილი

ლელო სარასენს

4

ირაკლი

ჩომახაშვილი

არმაზი

5

დავით

გურგენაძე

არმია

6

სანდრო

ქოიავა

ლელო სარასენს

7

ბექა

ბიწაძე

ლოკომოტივი

8

მიხეილ

არჩუაშვილი

ყოჩები

9

ბექა

ნიკოლაიშვილი

ლელო სარასენს

10

ელგუჯა

სურგულაძე

ლელო სარასენს

11

გიორგი

თხილაიშვილი

ბათუმი

12

ბაჩანა

კოლელიშვილი

ლელო სარასენს

13

გიორგი

მჭედლიშვილი

ჯიქი

14

ბექა

ყურაშვილი

აია

15

ზვიად

მაისურაძე

ლელო სარასენს

16

გიორგი

კაჭარავა

ლელო სარასენს

17

გიორგი

ბეგაძე

ყოჩები

18

ვასილ

ლობჟანიძე

არმაზი

19

ლაშა

ხმალაძე

ლელო სარასენს

20

გიორგი

ტალახაძე

ლელო სარასენს

21

ალექსანდრე

თოდუა

ლელო სარასენს

22

მურაზ

გიორგაძე

არმაზი

23

გიორგი

შკინინი

ლოკომოტივი

24

ირაკლი

ყიასაშვილი

ლელო სარასენს

25

ბექა

წიკლაური

ლოკომოტივი

26

გიორგი

აფციაური

აია

27

ირაკლი

ჩხიკვაძე

არმია

28

ილია

კაიკაციშვილი

ჯიქი

29

თორნიკე

ცერცვაძე

ლელო სარასენს

30

თემურ

სოხაძე

ყოჩები

 rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086535