20-წლამდელები

13:18 | 13.04.2018 | ნანახია 3173 - ჯერ

ჩინ რუ: „საქართველოსთან დიდი ბრძოლა გვექნება“

სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩინ რუმ დღეს საღამოს, 18 საათზე საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შემადგენლობაში 5 ისეთი მორაგბეა, რომელთაც შარშან საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშეს და მე-3 ადგილი დაიკავეს. 23-კაციან განაცხადში „გოლდენ ლაიონსიდა“ და „ვესტერნ პროვინსიდან“ 8-8 მოთამაშეა. რუს თქმით ტრავმების გამო დღევანდელ მატჩში რამდენიმე მოთამაშე დააკლდებათ:

„შეკრებაზე კონკურენტუნარიანი ბიჭები გვყავს და ყველა მათგანის სურვილია, რომ საბოლოო, 28-კაციან განაცხადში მოხვდნენ. საქართველო რთული მეტოქეა და კარგია, რომ მოედანზე რამდენიმე გამოცდილი მორაგბე იქნება, რომლებიც ჩვენთან შარშანაც თამაშობდნენ. ეს გამოცდილება მატჩის სადავეების დაუფლებაში დაგვეხმარება.

სამწუხაროდ, გაფართოებული შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდება, ერთი „სტორმერსმა“ არ გაათავისუფლა, ხოლო ერთი 7-კაცა ნაკრებშია. ეს შემადგენლობა ამ ფაქტორების გათალისწინებით შეირჩა. ერთი კვირის შემდეგ საქართველოს კიდევ ვეთამაშებით და იმედია, რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე დაგვიბრუნდება“.

რუს კარგად ახსოვს საქართველოსთან შარშან გამართული შეხვედრა და თამამ მეტოქესთან მძიმე ბრძოლის მოლოდინშია:

„საქართველო ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც სიამაყით და დიდი მონდომებით თამაშობს. სწორედ ამიტომ, დიდი ბრძოლის მოლოდინში ვართ. თუმცა ჩემმა შეგირდებმა კარგად იციან რას უნდა ელოდონ მეტოქისგან და კარგად ესმით წვრთნის პროცესში ამ მატჩის მნიშვნელობა. მით უმეტეს, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის სასტარტო მატჩშიც უნდა შევხვდეთ. საფრანგეთში ჩვენი მიზანი ჩემპიონობა იქნება და ამ კუთხით ყოველ მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება“.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:08 | 13.04.2018
geogoli (367)

კარგია რომ აფრიკა ძლიერი შემადგენლობით გვეთამაშება. კარგი ტესტები გამოგვივა ძალიან ძლიერ მეტოქესთან

0.081387