ქართული

22:20 | 12.04.2018 | ნანახია 2955 - ჯერ

სამხრეთაფრიკული ტურნეს პირველი მატჩი

სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები ხვალ, საქართველოს დროით 18 საათზე "ჯუნიორ ბოკესთან" (სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები) სერიის პირველ ამხანაგურ თამაშს გამართავენ.

ჩვენი გუნდი აფრიკაში 10 აპრილს ჩავიდა და მასპინძლების 20-წლამდელთა ნაკრებთან ორ თამაშს გამართავს - 13 და 20 აპრილს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილია მაისურაძის განცხადებით, ბალანსი დაცული იქნება და სათამაშო დრო ტურნეზე მყოფ 30-ივე მორაგბეს ექნება.

წინა თამაშთან შედარებით, რომელშიც უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფრანგული ტურნეს დროს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების უახლოესი რეზერვი 14:0 დაამარცხეს, სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. მაშინდელი პირველი ხაზი მარქაფაშია (გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე, ლუკა ჯაფარიძე) და თამაშს გიორგი ნუცუბიძე, თენგიზ ზამთარაძე და გია ხარაიშვილი იწყებენ, რომლებიც თებერვლის მატჩში თადარიგში იყვნენ.

უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი - ბექა საღინაძე და ლუკა გელაშვილი, ასევე შერკინების შემკვრელი არსენ მაჩალაძე. შეიცვალნენ ფლანკერები: აფრიკელების წინააღმდეგ თამაშს სანდრო კალმახელიძე და თენგიზ გიგოლაშვილი იწყებენ.

მხოლოდ ერთი ცვლილებაა უკანა ხაზში - ფრთაზე კოტე მარჯანიშვილის ნაცვლად თამაშს ზურაბ ქავთარაძე იწყებს, რომელიც გუნდში 18-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდა (მარქაფაშია მეორე 18-წლამდელი ლაშა ლომიძე). მეორე ფრთას ოთარ ძაგნიძე, ცენტრს სანდრო სვანიძე და გიორგი წიკლაური გაამაგრებენ, ფულბეკი ბექა მამუკაშვილია, ხოლო ღერძზე თენგიზ პერანიძე და თედო აბჟანდაძე იდგებიან.

სამხრეთაფრიკული ტურნე. პირველი მატჩი

სასტარტო: 15. ბექა მამუკაშვილი (ლელო), 14. ოთარ ძაგნიძე (აია), 13. სანდრო სვანიძე (არმაზი), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. თედო აბჟანდაძე (ტერენორ კოლეჯი, ირლანდია), 9. თენგიზ პერანიძე (ლელო); 1. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 2. თენგიზ ზამთარაძე (ლელო), 3. გია ხარაიშვილი (ხაშური), 4. ბექა საღინაძე (ლელო, კაპ.), 5. ლუკა გელაშვილი (ჯიქი), 6. სანდრო კალმახელიძე (არმია), 7. თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), 8. არსენ მაჩალაძე (აია).

მარქაფა: 16. ლევან პაპიძე (ლელო), 17. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 18. ლუკა ჯაფარიძე (ლელო), 19. არჩილ აბესაძე (ლელო), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო); 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. ლაშა ლომიძე (აია), 23. დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი).

პირველ თამაშს ტოვებენ: გიორგი მენაბდე (ბათუმი), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), ლაშა ჯაიანი (ექსეთერი, ინგლისი), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), კოტე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები | ლოკომოტივი), მიხეილ ალანია (ჯიქი), დემე თაფლაძე (ლელო).

პირველი მატჩის ტრანსლიაცია ან ინტერნეტსტრიმი არ იქნება, ხოლო ანგარიშის განახლებასს და შემდგომ მიმოხილვას საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქზე შემოგთავაზებთ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:42 | 13.04.2018
GiorgiG83 (525)

ამ შემადგენლობიდან ყველას აქვს დიდი_10_ში თამაშის გამოცდილება, გარდა ხაშურში მოთამაშე ხარაიშვილისა (ჭაბუკთა "ა" ლიგა) - მაგრამ სასიამოვნოა თუ ფიზიკურად და ტაქტიკურად დიდი_10_ში მოთამაშე ბიჭების დონეზეა.

მართალია წინა წლებში აშკარად გამოკვეთილი ლიდერები ჰყავდა ნაკრებს (მეილიქიძე, ტაბიძე, გიორგაძე, გორგაძე, ცუცქირიძე, ლობჟანიძე, კვესელაძე, მოდებაძე, აფრასიძე) მაგრამ
გუნდს აქვს პერსპექტივა, მთავარია შეთამაშდნენ

ბოლოსდაბოლოს ალაფადან ამოსული იაპონია არ მგონია იმდენად ძლიერი იყოს, რომ ელიტაში დასარჩენად კონკურენცია გაგვიწიოს

14:14 | 13.04.2018
geogoli (367)

ლიდერები აქაც არიან, საღინაძე, აბჟანდაძე, აფრასიძესაც უწევს თამაში. ასევე პირველი ხაზიდან გოგიჩაშვილი და პაპიძე შარშანაც იყვნენ, პლიუს მაჩალაძე და წიკლაური

11:49 | 13.04.2018
geogoli (367)

წარმატებები ბიჭებს. ამ ნაკრების განსაკუთრებულად მეიმედება

02:19 | 13.04.2018
dinamo222 (692)

ტრანსლიაცია არის ! და ვისაც ტვ ბოქსი ან პარაბოლური თეფში გაქვთ შეგიძლიათ უყუროთ

0.082035