რუსულენოვანი სარაგბო ინტერნეტსაიტი Rugger.info ირწმუნება, რომ ესპანელები ნატურალიზებული მორაგბეების ლეგიტიმურობას ვერ ამტკიცებენ, რაც დიდი ალბათობით „ლომების“ დისკვალიფიკაციის საბაბი გახდება.
საიტის მტკიცებით, ეს ინფორმაცია „რაგბი ევროპასთან“ დაახლოებულმა ფრანგმა ჟურნალისტმა მიაწოდა. საუბარია არა მხოლოდ მატიე ბელიზე, არამედ სხვა მოთამაშეებზეც. შეგახსენბთ, რომ ესპანეთის ნაკრებში ჯამში 25-მა ნატურალიზებულმა მორაგბემ ითამაშა.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და რუმინეთმაც ვერ დაამტკიცა სიონე ფაკაოსილეას ნატურალიზების მართებულობა, მათ რაგბი ევროპაზე და 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე დისკვალიფიკაცია არ ასცდებათ, რაც მსოფლიო თასზე რუსეთის ნაკრებს გაიყვანს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიანაც კარგია თუ გააგდებენ სამივეს ! თუ შნო აქვთ საკუთარი მოთამაშეებით მოიგონ რა წესია ამდენი უცხოელი @
ესპანელების თემა რომ შემოგდებული თემაა ფაქტია,ამ ყველაფრით ჯამში რუსეთი ხეირობს
ღრუსებს რა უნდათ მსოფლიოზე, რისთვის უნდა წავდნენ იქ?
გამოცდილების მისაღებად.