საერთაშორისო

19:30 | 11.04.2018 | ნანახია 2553 - ჯერ

უელსმა ნოემბრის ტესტები დაადასტურა

უელსის ნაკრები 2018 წლის ნოემბერს 4 საშინაო ტესტ-მატჩს გამართავს. უელსის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “დრაკონები” შოტლანდიას, ავსტრალიას, ტონგას და სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებენ.

უორენ გეტლანდის შეგირდები შემოდგომის ტესტ-მატჩებს 3 ნოემბერს შოტლანდიასთან შეხვედრით გახსნიან, 10-ში ავსტრალიას უმასპინძლებენ, 17-ში ტონგას დაუხვდებიან, ხოლო 24-ში სამხრეთ აფრიკას მიიღებენ და ამით 2018 წელს დაასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ უელსმა გასული წლის ნოემბრის ტესტებშიც უმასპინძლა ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას. “დრაკონები” “ვოლაბებთან” 21:29 დამარცხდნენ, ხოლო “ქურციკებს” 24:22 მოუგეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098163