უცხოური

15:03 | 11.04.2018 | ნანახია 1812 - ჯერ

„ბრისტოლი“ პრემიერშიფში დაბრუნდა

გიორგი ნემსაძის ყოფილმა გუნდმა „ბრისტოლმა“, რეგალარული გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ინგლისის მეორე დივიზიონი მოიგო და პრემიერშიფში ბრუნდება.

მე-20 ტურში „ბრისტოლმა“ „ნოტინგემი“ სტუმრად 60:17 დაამარცხა, ბონუსიც აიღო, სატურნირო ცხრილში 93 ქულა მოაგროვა და 18-ით უსწრებს უახლოეს მდევარ „ილინგს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, თუმცა ეს აღარაფერს ცვლის.

პეტ ლემის გაწვრთნილ „ბრისტოლში“ რამდენიმე საერთაშორისო დონის ვარსკვლავი თამაშობს. მათ შორის არიან რაიან ბევინგტონი (15 მატჩი უელსის ნაკრებში), ჯეკ ლემი (25, სამოა), სტივენ ლუატუa (14, ახალი ზელანდია), იან მადიგანი (30, ირლანდია), ტუსი პისი (30, სამოა), სიალე პიუტაუ (31, ტონგა). ახალი სეზონიდან მათ „ოლ ბლექსის“ ყოფილი მორაგბე ჩარლზ პიუტაუ შეუერთდება.

ნემსაძემ „ბრისტოლი“ ცოტა ხნის წინ დატოვა და პრო 14-ის უელსურ ფრანშიზს, „ოსპრეიზს“ შეუერთდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084265