უცხოური

13:41 | 11.04.2018 | ნანახია 2202 - ჯერ

გერმანია-პორტუგალია გადაიდო

გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრა, რომელსაც 2019 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეექვსე მონაწილე უნდა გამოევლინა, 28 აპრილს აღარ გაიმართება.

ამის მიზეზი ბელგია-ესპანეთის სკანდალური მატჩია. „მსოფლიო რაგბის“ რეკომენდაციით, ეს თამაში ახლიდან უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, საერთაშორისო საბჭო განიხილავს ბელგიელი და რუმინელი ნატურალიზირებული მოთამაშეების საქმეს და თუ გაირკვა, რომ რომელიმე მათგანის ნატურალიზება წესების დარღვევით მოხდა, იქნება სანქციები.

მოკლედ, რუმინელი რეფერის, ვლად იორდაკესკუს ქმედებებმა დიდი თავსატეხი გააჩინა და შესაძლოა, ამის გამო ბევრი რამ თავდაყირა დადგეს, მათ შორის ივნისის ტესტ-მატჩების განრიგიც, ოღონდ ეს საქართველოს ნაკრებს არ შეეხება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:33 | 12.04.2018
ogafa (407)

სანქციები

13:54 | 11.04.2018
ilarioni (138)

სავარაუდოდ იორდაჩესკუ, მართალია არ იმსახურებს გვარის სწორად წარმოთქმას მაგრამ მაინც

14:35 | 11.04.2018
kelbo (21)

იორდანესკუა

0.078593