საფრანგეთი ტოპ-14

22:10 | 7.04.2018 | ნანახია 2283 - ჯერ

ჟვანიას ლელო ჩემპიონთან

საქართველოს ნაკრებისა და „სტად ფრანსეს“ ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ საფრანგეთის ჩემპიონ „კლერმონს“ ლელო გაუტანა.

ტოპ 14-ის 23-ე ტურში პარიზელებმა „ვულკანებს“ უმასპინძლეს და პირველი ტაიმი ფრედ დაასრულეს - 13:13. შესვენების შემდგ „სტად ფრანსემ“ 4 უპასუხო ლელო გაიტანა, აქედან სამი დასკვნით 10 წუთში და ერთ-ერთი ჟვანიას ანგარიშზეა. შეცვლაზე შესული ბურჯი 74-ე წუთზე პარისესა და პლისონის მიერ წამოწყებულ შეტევას მიყვა და ის 5 ქულით მარცხენა ფლანგზე დაასრულა. მასპინძლებმა ტაიმი 37:0, ხოლო თამაში 50:13 მოიგეს და ტოპ 14-ში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

„კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო ვიტო კოლელიშვილი და მან მოედანზე 71 წუთი გაატარა, ხოლო დავით ზირაქაშვილი შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა.

რაც შეეხება ჟვანიას, ეს მისი მეორე ლელოა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:02 | 09.04.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე ზურა ! ! !

0.081106