მსოფლიო სერია

16:03 | 6.04.2018 | ნანახია 3707 - ჯერ

7-კაცა | +19-ით ჩილესთან
მსოფლიო სერიის შესარჩევი, დღე პირველი

ჩვენმა 7-კაცამ, რომელიც მსოფლიო რაგბის 7-კაცა სერიის ჰონკონგის შესარჩევ ეტაპს 5-წლიანი შესვენების (2013 წლიდან) შემდეგ დაუბრუნდა, პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით დათმო - 10:26.

ორივე თამაშში გავიტანეთ ორ-ორი ლელო, თუმცა თავად მივიღეთ 4-4. სადებიუტო შეხვედრა შარშან სერიიდან დაქვეითებულ იაპონიასთან გვქონდა. 4-წუთიანი ბრძოლის შემდეგ, მეტოქემ ანგარიში გახსნა და 3-წუთიან მონაკვეთში კიდევ ორი გაიტანა, თანაც ყველა გარდასახა - 0:21.

უკვე გაწითლებულ დროზე შეტევა ჩვენი ლელოდან წამოვიწყეთ და 3-წუთიანი იერიში ლელოთი ნიკო აფციაურმა დაასრულა. მეორე ტაიმის შუაში თავდადებული დაცვით აზიელთა სახიფათო იერიში მოვიგერიეთ, ჩვენს 22-თან ბურთი აფციაურმა აიტაცა და ლელომდე 80 მეტრი ირბინა. სამწუხაროდ ეს გარდასახვაც არაზუსტი იყო, იაპონიამ ბოლო შეტევა ლელოთი დაასრულა და 26:10 იმარჯვა.

მეორე მატჩი ჩილეს მძლეველ უგანდასთან გვქონდა (14:10) და თამაში აქაც კარგად დავიწყეთ. აგრესიული დაცვით მეტოქეს მეტრიც არ მოვაგებინეთ, მაგრამ შეტევაში ვერც ჩვენ ვივარგეთ და ტაიმის ბოლოს სწრაფი შეტევებით ორი ლელო მივიღეთ - 0:12.

თამაში რომ განახლდა ილია სპანდერაშვილი ორ მბოჭავს გაექცა და ერთი ლელო გაქვითა. გარდასახვა არაზუსტი იყო. თამაში რომ განახლდა ბურთი ავიღეთ და ვუტევდით, მაგრამ მსაჯმა დაგვაჯარიმა, თანაც არასპორტული საქციელისთვის გიორგი კვესელაძეც გაგვისინბინა. მეტოქემ მეტობა ორ ლელოში ასახა და მატჩის მიწურულს კვესელაძის გატანილმა ლელომ, პირველი მატჩის მსგავსი შედეგი დააფიქსირა - 10:26.

მორე მატჩში ჩილემ იაპონიას მოულოდნელად 19:10 სძლია. ხვალ გამთენიისას, საქართველოს დროით 05:44 საათზე ჩილეს ვეთამაშებით და თუ მეტოქეს 19 ქულის სხვაობით ვძლიეთ, ჯგუფში მესამე ადგილს დავიკავებთ, რითაც თასის მეოთხედფინალში თამაშის შანსს შევინარჩუნებთ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:25 | 06.04.2018
dinamo222 (692)

არა ძმაო რაა არ ყოფილა ეს 7 კაცა ჩვენი საქმე აქ 100 დან 50% ხელით თამაშია რაშიც სუსტები ვართ 45 % სისწრაფეა რაშიც ასევე სუსტები ვართ და რაშიც ძლიერები ვართ ანუ ძალისმიერი ბრძოლა კი 5% ! უგანდასთან რომ წააგებ რაღა ამბიციები უნდა გქონდეს ?? უგანდაში რაგბი საერთოდ თუ იყო ეგ არც კი ვიცოდი ! ან საერთოდ უნდა შევეშვათ ამ 7 კაცას ან უნდა მოვიწვიოთ აქაც უცხოელი მწვრთნელები უნდა შეიქმნას 10-12 წლის ბავშვების გუნდი და მარტო 7 კაცა უნდა ითამაშოს და ივარჯიშოს ამ გუნდმა და შეიძლება 8-10 წელში რაღაცას მივაღწიოთ

10:47 | 10.04.2018
GiorgiG83 (525)

სხვა კუთხით შეხედე მოვლენებს - 7_კაცას მომავალზე ქვემოთ გაიცა პასუხი
სარაგბო ერად რომ გცნონ მარტო XV კი არა 7_კაცა, 7_ქალაც იგულისხმება და ქათა XV, თუნდაც უფრო ფორმალურად ვიდრე დიდი მიზნებისთვის მებრძოლი
ამ ეტაპზე ხელთ არსებული რესურსი ვერ იძლება რამდენიმე ფრომტის ტანაბარი წარმატებით გაშლის შესაძლებლობას - ეს რეალობაა

პ.ს.
ის რომ უგანდის შესახებ არ გსმენიათ არ ნიშნავს რომ იქ რაგბი არაა
სამხრეთ აფრიკის მერე რეიტინგში ნამიბია თუ 24-ე ადგილეზეა, შემდეგი ორი ქვეყანა აფრიკიდან კენია და უგანდაა მადაგასკარზე და ზიმბაბვეზე წინ და ეს ყველაფერი დიდ წილად ამ ქვეყნების ნაკრებში ბექების დამსახურებით რომელიც ჩათვალე იგივე 7_კაცაა

22:45 | 06.04.2018
tokageo (45)

აბსოლუტურად გეთანხმები, მომავლის ნაკრები უკვე მოდის. შარშან 18-წლამდელებს ვუყურე ჰაიდელბერგში, სულ ოდნავი კონცენტრაცია რომ მოეხდინათ ინგლისს დადებდნენ ბეჭებზე. სიჩქარეებიც კარგი ქონდათ და ინდივიდუალური გარღვევებიც. ხელითთამაშიც კარგი იყო. სხვათაშორის ბატონი ზურა ლეჟავაც გავიცანი. უნდა ვაღიაროთ რომ 7 კაცა უნდა ითამაშოს სპეციფიურად ამ სპორტში დასაქმებულმა ადამიანმა, რომელსაც სირბილი არ ეზარება. ეს სწრაფი ჭადრაკივითაა: წამის მეასედებში გადაწყვეტილებაა საჭირო და სივრცეების დანახვა. ძალიან გვიჭირს ამ მიმართულებით. ახალი თაობა უნდა გამოვზარდოთ!!! მომავალ ბიჭებსაც არაუშავთ. მაგრამ ეროვნული არაფრად არ ვარგა.

0.086401