საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ჩავიდა. ახლა, “ბორჯღალოსნები” მგზავრობის შემდეგ ისვენებენ და აკლიმატიზაციას გადიან.
ხვალიდან კი, ქართველი მორაგბეები 16 ნოემბერს, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ტესტისთვის მზადებას შეუდგებიან.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა “ავივა სთედიუმზე” თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი შემოგვთავაზებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია