ქართული

13:45 | 5.04.2018 | ნანახია 2362 - ჯერ

ორნი ერთად ზე-რაგბში!
ბრეგვაძის დაბრუნება და ხატიაშვილის დებიუტი

7 აპრილს, „სუპერ რაგბის“ მე-8 ტურში, ავსტრალიური „ვორათაზის“ პირველ ხაზს ერთბაშად ორი ქართველი შეუტევს - ჯაბა ბრგვაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი!

ეს, სავარაუდოდ, მეორე ტაიმში მოხდება. იაპონურმა „სანვულვზმა“ სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა და ორივე ჩვენებური მარქაფაშია.

30 წლის კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იაპონურ ფრეანჩაიზს იანვარში შეუერთდა და „სუპერ რაგბში“ დებიუტი 24 თებერვალს, „ბრამბიზთან“ ჰქონდა. მან შეცვლაზე 18 წუთი ითამაშა და დაშავდა, ამ ტრავმის გამო მარტში მოედანზე აღარ გამოჩენილა და ახლა ზე-15-ში მეორე თამაშს ჩაატარებს.

25 წლის ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი კი „სანვულვზს“ ახლახან შეუერთდა და 7 აპრილს მისი დებიუტი შედგება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:02 | 05.04.2018
temuchin (431)

წარმატებები მზის ქართველ მგლებს!

20:35 | 05.04.2018
qomagi (195)

სად შეიძლება ნეტავ რომ ვუყურო ამ თამაშს?

23:04 | 05.04.2018
temuchin (431)

https://www.vipbox.st/sports/rugby.html ამ ლინკზე ნახე.

19:24 | 05.04.2018
პანტელეიმონი (1194)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

17:09 | 05.04.2018
თორღვა პანკელი (387)

ყველა წამყვან და პრესტიჟულ ჩემპიონატში უნდა თამაშობდნენ ქართველი მორაგბეები და ასეც ხდება, თუ მოვახერხე უეჭველი ჩაუჯდები ამ თამაშს.

15:07 | 05.04.2018
ანდროიდი (50)

წარმატება

14:18 | 05.04.2018
ogafa (406)

წარმატებები

0.07817